"უმცროსი ბორჯღალოსნების" რევანშის ჩინებული შანსი იტალიასთან, იტალიაში

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა გასულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:29 დამარცხდა და ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავა. თუმცა ჩვენი გუნდი მოგებასთან ახლოს იყო და მეტოქემ ბოლოს მხოლოდ უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე იმარჯვა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიჯრით მეხუთედ იასპარეზებენ და იტალიასთან რევანშის აღების შესანიშნავი შესაძლებლობაც მიეცემათ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მომავალი პირველობა 2020 წელს იტალიაში ჩატარდება და ჩვენი გუნდი C ჯგუფში მასპინძლებთან მოხვდა.

ჯგუფში ჩვენს და იტალიის გუნდებთან ერთად სამხრეთი აფრიკა და არგენტინა იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საინტერესო ჯგუფია, სადაც წინასწარ ვერაფერს განჭვრეტ.
emigranti
00:14 28-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ