U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 22 ნოემბრიდან "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზეა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებთან დაგეგმილი 2-მატჩა საერთაშორისო სერიისთვის ემზადება.

ორივე გუნდი 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. აფრიკელები საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვლენ. პირველი მატჩი 2 დეკემბერს "შევარდენზე" გაიმართება. მეორე მატჩი, რომელიც 5 დეკემბერს იმართება, თავდაპირველად დაანონსებული "რუსთავი არენის" ნაცვლად, პირველის მსგავსად, ასევე "შევარდენზე" შედგება. სერიის ორივე მატჩის დაწყების საათი კი მოგვიანებით დაზუსტდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა შეკრებაზე 42 მორაგბე შეიყვანა და მათგან 4 ლეგიონერია. მზადების შესახებ გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია გვიყვება:

"რამდენიმე, სასელექციო შეკრება გავიარეთ და წინა შეკრებაზე გარკვეულ დეტალებზე ვიმუშავეთ. საქართველოში მყოფი მორაგბეები 100%-ით ჩვენთან არიან. ასევე ჩამოვიდა რამდენიმე ლეგიონერი, ნაწილი კი კლუბებმა არ გამოუშვეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. გვაქვს რთული და შედარებით მსუბუქი დღეები. სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა ამ ეტაპისთვის საკმარისი მასალა გვაქვს. სამხრეთ აფრიკას დიდი წარდგენა არ სჭირდება და ძალიან ძლიერ გუნდთან კარგი შეხვედრები გვექნება".

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძალა კარგადაა ცნობილი დემე თაფლაძისთვის:

"სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია. მათ ფიზიკურად ძლიერი ბიჭები ჰყავთ და სწრაფ რაგბის თამაშობენ. ჩვენთვის მათთან თამაში მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე უნდა შევეჩვიოთ ასეთ ტემპს. შესაბამისად, მზადებაც ინტენსიურია. გვაქვს რთული და შედარებით იოლი დღეები. შემოგვიერთდა რამდენიმე ლეგიონერიც და ყველანი მობილიზებულები ვართ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი თამაშებია და მაქსიმალურად ვეცდებით, ლაღი, კარგი თამაში ვაჩვენოთ".

შეკრებაზე არიან:

შერკინება
პირველი ხაზი:
ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი, 2), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); მამუკა მსტოიანი (აკადემია, 3), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3);

მეორე ხაზი (4-5): ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბეიონი), ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 5-6), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

ხაზი
9: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი);

10: სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები);

12-13: გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი);

11-14: ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თემურ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15);

15: გიორგი მიქანაძე (აკადემია), თემო ჭიჭინაძე (ორიაკი, 11-15)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ