ფრანგებმა "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაჯაბნეს

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან სერიის პირველი მატჩი გამართა. ბერგში მასპინძლები ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და 42:5 გაიმარჯვეს.

თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. პირველ ტაიმში ილია მაისურაძის შეგირდები ზურგქარში თამაშობდნენ. ფრანგებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, რაზეც სტუმრებმა თემურ კოხოძის კარგი გარღვევით და ლუკა მატკავას ლელოთი უპასუხეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და მალე ფრანგებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, შესვენებამდე კი ლელო-გარდასახვაც გაიტანეს და 13:5 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში "უმცროს ბორჯღალოსნებს" უკვე ქარის საწინააღმდეგოდ უწევდა თამაში და არაფერი გამოსდიოდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა. ფრანგებს მოგება ძალიან
სურდათ, რის გამოც მატჩის განახლებისას ჯარიმიდან ქულების აღების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. დარჩენილ დროში მეტოქემ კიდევ ოთხი ლელოს გატანა მოახერხა, მათგან სამი გარდასახა და 42:5 იმარჯვა.

შედეგით და რაც მთავარია, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ მწვრთნელები:

"ზურგქარში პირველი ტაიმი 5:13 დავთმეთ, შესვენების შემდეგ კი ფეხით მეტოქის ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ორივე ტაიმში ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ, როგორც თამაშის სურვილში, ასევე აგრესიასა და ტექნიკაში. იმდენი პასი გაფუჭდა, რომ შეტევის შანსი პრაქტიკულად არ გვქონდა - ბურთს პირველივე ან მეორე ფაზაში ვკარგავდით", - ამბობს ლადო კილასონია.

მხარეთა შეთანხმების თანახმად, განვლილ შეხვედრაში თითოეული გუნდის განაცხადში 30-30 მორაგბე იყო. სერიის მეორე შეხვედრა განვითარებად საფრანგეთთან 1-ელ მარტს გვექნება და აქ უკვე გუნდები 23-კაციანი განაცხადით ითამაშებენ:

"შემდეგ თამაშამდე გვექნება ვიდეოანალიზები და აღდგენა. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი დაბალი თამაშის ხარისხის შემდეგ მოტივაცია შევინარჩუნოთ და დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ".

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი

საფრანგეთი–საქართველო 42:5

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი)

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებიდან, ექვსი ერის ქვეყნების წასვლამ გამოიღო ეს შედეგი.მათ ერთმანეთთან რკენაში მაინც უგროვდებათ სათანადო გამოცდილება,შიდა ჩემპიონატებშიც მაღალი დონეა და იქაც იზრდებიან.ჩვენ კი,როგორც კი მათი დამარცხება დავიწყეთ,გაგვრიყეს და ჩამორჩენისათვის გაგვწირეს.გვეხმარებიან იმ დონეზე,რომ მათთვის მოთამაშეების მომარაგების წყაროდ დავრჩეთ,მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ,რომ ერთი მათთაგანი გავხდეთ.ევროკავშირიც ზუსტად ასე გვექცევა.
სოსო
09:47 27-02-2020
1
ოხ, ეს ქარი ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ როგორ ქრის.
irakli81
02:03 27-02-2020
3