U18. "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონები ლელოს გაშვების გარეშე გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 22:0 მოიგო და მეტოქეს საქმე შესვენებამდე მოუთავა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტიტული ლელოს გაშვების გარეშე შეინარჩუნა - ფინალამდე მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა.

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო),
2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენმა ბიჭებმა ევროპა მოიგეს და სპორტულ საიტს ამაზე მეტის დაწერა აღარ შეუძლია. სამაგიეროდ ფეხბურთელების საყვარლებზე ინფორმაცია არ გვაკლია.
dato
09:14 11-10-2021
0
ვულოცავვ, მაგრამ კითხვა მაქვს, რომელ დივიზიონში ? იყვნენ ამ ჩემპიონატზე ინგლისი, საფრანგეთი და ა.შ. ?
22