20-წლამდელები | ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
კოვიდპანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ წელს, ივნისში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აღდგება, სადაც საქართველომ 2016 წელს მოიპოვა თამაშის უფლება და მას შემდეგ ელიტაში ადგილს წარმატებით ინარჩუნებს.

ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და "უმცროსი ბორჯღალოსნები" „გ“ ჯგუფში მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან და იტალიასთან ითამაშებს.

10 აპრილს "უმცროსი ბორჯღალოსნების" ქართულ კლუბებში მოთამაშე კანდიდატები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნით შეკრებაზე შევიდა. 45 კანდიდატი 13 მაისამდე კვირაში 5 დღე ივარჯიშებს, საიდანაც ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი რთული დღეები იქნება. 13 მაისს გუნდი
საფრანგეთში გაფრინდება, „მარკუსის“ ბაზაზე საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან ერთობლივ ვარჯიშს, მერე კი ტესტ-მატჩს გამართავს.

საფრანგეთში "უმცროს ბორჯღალოსნებს" ლეგიონერების დიდი ნაწილიც შეუერთდება. გუნდი 20 მაისს თბილისში დაბრუნდება და 27 მაისსა და 1-ელ ივნისს ინგლისის 20-წლამდელთა პირველ შემადგენლობასთან ტესტ-მატჩებს გამართავს.

„ამ წუთას ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე მხოლოდ ქართულ კლუბებში მოთამაშე 45 მორაგბე გვყავს. პირველი სამი კვირა გუნდის შეთამაშებას, შეკვრას და, რა თქმა უნდა, ფიზმომზადებას დაეთმობა. ბიჭების მდგომარეობით, მონდომებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის სათამაშო ტემპი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ვარჯიშებზე ხელოვნურად ვწევთ ტემპს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და განაგრძობს:

„იმისათვის, რომ გავიგოთ, სად ვართ ტიერ 1-ის გუნდებთან შედარებით, საჭიროა მაღალი დონის თამაშები, ისეთები, როგორიც საფრანგეთთან და ინგლისთან გვექნება. ნიჭიერი თაობაა, მაგრამ ჩვენ მათ მხოლოდ ერთმანეთთან და შიდა ჩემპიონატში თამაშიდან ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატზე იოლ ჯგუფში არასდროს ვყოფილვართ და ასეა ახლაც. დღესდღეისობით იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიასა და ირლანდიაზე ძლიერი გუნდია. რაც მთავარია, ვიცით, რა გვჭირდება მიზნის მისაღწევად და გეგმაზომიერად ვემზადებით“.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), ლუკა უნგიაძე (არწივები), ონისე იოსელიანი (აია), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), თორნიკე ბოყოველი (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (ლელო), გიგი ჭუმბურიძე (აია), დავით ქუნთელია (ლელო), გიგა ჩიკვატია (ხვამლი), დავით მაჭარაშვილი (ხვამლი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), დათო ბერიძე (ლელო), დავით ვარდანიძე (აია), ანდრო დვალი (ლელო), ვანო ნუცუბიძე (ლელო), ბექა ბერიძე (ბათუმი), გიორგი ნიკოლაძე (აია), მურთაზ ცხადაძე (არესი), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), საბა ციხელაშვილი (ლელო), ალექს ზაზაძე (ხარები), ლევან ბაჩილავა (ლელო), სანდრო დარძულიძე (ლელო), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ალიბეგაშვილი (ყაზბეგი), საბა არჩვაძე (ლელო), ლუკა კეშელავა (არმია), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

ლეგიონერები, რომლებიც "უმცროს ბორჯღალოსნებს" ეტაპობრივად შეუერთდებიან:

ლაშა ციხისთავი, ბადრი ციხისთავი, ნიკოლოზ სუთიძე, გიორგი მამაიაშვილი, გურამ ღანიაშვილი, ლაშა ფხაკაძე, ოთარ კინწურაშვილი, ბასა ხონელიძე, რატი ზაზაძე, ნიკოლოზ საყვარელიძე, ლუკა კობაური, ნიკოლას რაგოევი, გიორგი შველიძე, სერგო აბრამიშვილი, ირაკლი აფციაური, გიგა თუთისანი, გიორგი გერგედავა, გიორგი ქურხული, დავით მჭედლიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.