2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიის და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი-ოფის კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.
მანამდე ლადო კილასონიას შეგირდებს სამი საკონტროლო თამაში ელით – ერთი საფრანგეთთან და ორიც ინგლისთან. გუნდმა 4-კვირიანი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და პირველ თამაშს 18 მაისს, საფრანგეთში მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს.
„დავასრულეთ 4-კვირიანი
„18 ლეგიონერი გვყავს და წელს განსხვავებული გრაფიკი გვაქვს. ეს ბიჭები თებერვლის შემდეგ ერთად არ ყოფილან. ლეგიონერთა ნაწილი საფრანგეთში შემოგვიერთდება და მათგან ნაწილი ინგლისთან თამაშისთვის თბილისში გამოგვყვება, თუმცა უმრავლესობის გუნდები ჯერ კიდევ თამაშობენ საფრანგეთის ჩემპიონატს. ამიტომ სრული შემადგენლობით მხოლოდ ჩემპიონატის წინ თუ შევიკრიბებით“.
18 მაისს, საფრანგეთის 20-წლამდელთა პირველ შემადგენლობასთან თამაშის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" შინ დაბრუნდებიან და ინგლისის 20-წლამდელებთან მატჩებისთვის მოემზადებიან, რომელსაც 27 მაისს და 1 ივნისს „ავჭალაზე“ გამართავენ.
საფრანგეთში ითამაშებენ
ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა კობაური (პერპინიანი), საბა არჩვაძე (ლელო).
Rugby.ge
ატებას ვუსურვებ და მნერა მათი, აი მენეჯმენტის რა გითხრათ…