ინგლისელთა კაპიტანი: ვნახეთ, რა დღეში ჩააგდეს ქართველებმა შოტლანდიელები და როგორ ანერვიულეს უელსელები

AutoSharing Option
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლევის ჩესამი საქართველოში არსებული სავარჯიშო და სათამაშო პირობებით კმაყოფილია.

მას და კიდევ რამდენიმე მორაგბეს 27 მაისს „ავჭალაზე“ გამართულ პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ახლა მოუთმენლად ელიან მეორე თამაშს, რომელიც ასევე „ავჭალაზე“ 1-ელ ივნისს, 16 საათზე დაიწყება. პირველი ჯახი სტუმრებმა დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი გარდასახული ლელოთი 41:36 მოიგეს.

ჩესამი დარწმუნებულია, რომ ინგლისს საქართველოსთან მეორედაც დაძაბული მატჩი ექნება:

„შესანიშნავ გარემოში ვემზადებით მეორე თამაშისთვის. აქ ყველაფერი მაღალი სტანდარტისაა – სავარჯიშო მოედანიც და სათამაშოც. პირველი თამაშის შემდეგ ჩვენმა
რამდენიმე მორაგბემ აღნიშნა კიდეც, რომ ასეთ მოედანზე იშვიათად გვიწევს თამაში. თქვენთან ძალიან კარგი, მოვლილი სტადიონებია და გულშემატკივარიც კარგი იყო ატმოსფეროს შექმნაში“.

„რაც შეეხება თამაშს, აქ მოულოდნელობები არ ყოფილა, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოს კარგი, ძალისმიერი გუნდი ჰყავს და ამისათვის მზად ვიყავით. კარგ ბრძოლას ველით მეორე თამაშშიც“.

„ექვსი ერის გუნდები მიჩვეული ვართ მაღალი სტანდარტის რაგბის. საქართველო არაა ექვსი ერის წევრი, თუმცა მათ დიდ კონკურენციას უწევს. ყველამ ვნახეთ, რა დღეში ჩააგდეს შარშან ქართველებმა შოტლანდიელები და როგორ ანერვიულეს და არბენინეს უელსელები. დიახ, საქართველო კონკურენტუნარიანი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ბევრის მომტანი იქნება“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა ჩამოვლენ ლეგიონერები და მერე ვნახოთ ვინ ვის მოუგებს, თუმცა ადგილობრივმა ბირთვმა ფანტასტიურად ითამაშა და ამ ბიჭებს უდიდესი მომავალი აქვთ, გაცილებით დიდი, ვიდრე დიდ ნაკრებს. ძალიან კარგი თაობაა!
ლაშა
13:56 30-05-2023
0
მშვენიერი თამაში იყო.ვფიქრობ,იმიტომ წავაგეთ,რომ გამარჯვების სიახლოვე იგრძნეს ბიჭებმა და ცოტა არ იყოს,ანერვიულდნენ.რაქებიდან ბურთის ამოგლეჯვაში მაგრად იმუშავეს ბიჭებმა.ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო,თუმცა შერკინებაში დავიჩაგრეთ და ესეც მოულოდნელი იყო.ამ თამაშში ერთი რამე მომხვდა თვალში და ვფიქრობ ეს, ბიჭებმა,უბრალოდ უნდა გაიაზრონ,რადგან მის გამოსასწორებლად,სხვა არაფერია საჭირო.იმის თქმა მინდა,რომ ჩვენი მორაგბეები,როცა გარღვევით შედიოდენ ჩათვლის მოედანზე და მეტოქეები,ჩამოტოვებული ჰყავდათ,ჩათვლის მოედნისაკენ,უმოკლესი გზით გარბოდნენ,არადა შეეძლოთ,ძელებისაკენ შესულიყვნენ და გარდასახვის დარტყმის კუთხე შეემცირებინათ.ბურთიანი კაცი,მთელი სიჩქარით გარბის და უკან რა ხდება,ვერ ხედავს,ამიტომ უახლოეს წერტილში ამიწებს,ბურთს,მაგრამ მიმყოლები ხომ ხედავენ სურათს და მათ შეუძლიათ უკარნახონ.ამის შედეგად,ჩვენც შეგვეძლო,ბურთები უფრო ცენტრში დაგვედო და ვინ იცის,გამოყენებული გარდასახვების შედეგად,ამ თამაშში გაგვემარჯვა კიდეც.დღეს დილით,პირველ არხზე საფრანგეთის მატჩების ფრაგმენტები გვიჩვენეს და იქ,უკვე ჩათვლის ზონაში,პასების გათამაშება დაიწყეს და ისე დაამიწეს ბურთი,ძელებთან.არ ვიცი,რამდენად ოპტიმალურია ინგლისელების შემადგენლობა,მაგრამ მათი ნაკრების ნებისმიერ ვერსიასთან ასე თამაში,იმედების საფუძველს გვაძლევს.პრინციპში,ჩვენც გვაქვს გაძლიერების რესურსი.ლეგიონერები ხომ ჯერაც არ ჩამოსულან.ფაქტია,რომ სწორ გზაზე ვართ.
სოსო
11:40 30-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.