სამხრეთ აფრიკამ მოიგო - საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არგენტინამ უკეთ ჩაატარა და 16:7 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები მიეძალნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, С ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთი აფრიკა გავიდა, მეორეზე კი - საქართველო.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, არგენტინას 20:0, იტალიას კი 30:17 სძლია და V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რაც დიდი მიღწევაა. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წელს).

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ მორალს გულისტკივილი ქვია.მართლა ფანტასტიკურად მომზადებულ ნაკრებს ახლა შეიძლებოდა ნახევარფინალში ეთამაშა.ორი დადებული ლელოს შემდეგ ზედიზედ ორი ჯარიმის კარებში დარტყმა ჩემთვის გაუგებარია.
ამაშია საქმე
19:07 05-07-2023
1
მადლობა ბიჭებს, მადლობა რომ ამ დღეს მოგვასწრეს და გრანდებს ტოლსწორად ეთამაშებიან, თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და ნათელი მომავალი, ყველაფერი ერთად არ მიიღწევა, კარგია მასე გააგრძელეთ და ნაბიჯ ნაბიჯ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით.. მადლობა ყველას ვინც საქართველოს ნებისმიერ წინსვლაში იღებს მონაწილეობას...
o.k.
16:51 05-07-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.