მას შემდეგ, რაც ლადო კილასონიას შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და იტალიის დამარცხებით მეორე ადგილი დაიკავეს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დაქვეითების წნეხის გარეშე, V-VIII ადგილებისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში საქართველო უელსთან ვერაფერს გახდა (21:40) და ტურნირს მე-7 ადგილისთვის მატჩით ასრულებს.
ჩვენი მეტოქე უმცროსი „ოლ ბლექსია“, რომელიც ტურნირის დაარსებიდან (2008 წლიდან 12 ჩემპიონატი, 2019-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) დღემდე
"უმცროს ბორჯღალოსნებს" მათ წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია: 2016 წელს, საქართველოს დებიუტი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სწორედ უმცროს „ოლ ბლექსთან“ შედგა და მეტოქემ 55:0 იმარჯვა; 2019 წელს ზელანდიელებს ლელო გავუტანეთ, თუმცა გამარჯვება კვლავ მას დარჩა – 45:13.
წელს 20-წლამდე ზელანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს, ერთი დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. უელსთან ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 5:19 ჩამორჩნენ, თუმცა მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში 22 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 27:26 იმარჯვეს; მეორე ტურში, საფრანგეთი ახალ ზელანდიასთან 28:0 დაწინაურდა, სამხრეთელებმა მეორე ტაიმში ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს – 14:35; დასკვნით ტურში უმცროსმა „ოლ ბლექსმა“ იაპონია 62:19 დაამარცხა და V-VIII ადგილების ნახევარფინალში გავიდა.
ავსტრალიასთან გამართულ ნახევარფინალში ზელანდიელები მე-12 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, მერე კი ორჯერ დაკარგეს მოთამაშე 10-10 წუთით და ჯამში 20 წუთი 13 კაცის ამარა ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დარჩნენ თამაშში და საბოლოოდ 35:44 დამარცხდნენ.
საქართველოსა და ახალი ზელანდიის შეხვედრა, რომელმაც მე-7 ადგილოსანი უნდა გამოავლინოს სტელენბოშში, „დენი ქრეივენის“ სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.

Rugby.ge