U18. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში პორტუგალიას 19:3 სძლია და ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯაბნიდა და პირველი ტაიმი 14:0 მოიგო (ლელო ბურთიკაშვილმა და დვალმა დადეს). მეორე ტაიმში პორტუგალიამ თამაში გამოასწორა, ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში შეამცირა. საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი შეტევებით უპასუხა, მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე კარდოსო გაასინბინა, სპანდერაშვილმა ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
18
ნოემბერი. ფინალი
ჩეხეთი. პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პორტუგალია 19:3
საქართველო

ხაზი:
15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლომები! გილოცავთ, მადლობა თავდადებისთვის!!
კახა
23:14 18-11-2023
0
ვულოცავ ბიჭებს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ! მაგრამ უნდა ითქვას, ეროვნული ნაკრების არ იყოს, ყველა ასაკობრივს თუ ამ ჩვენს ფრანჩაიზსაც მეორე ტაიმის პრობლემა აქვს…:( ამ ასაკში მაინც დაუყენეთ წესიერი მწვრთნელი რომ ბავშვებს ასწავლონ სწორი ტაქტიკით სწორი რაგბის თამაში!!! რა უბედურებაა ეს მეორე ტაიმი?!:( შავმა ლომმა მეორე ტაიმი 21-6 წააგო, ვერ გავიგე ამ ქართველ მწვრთნელებს რა ჭირთ?!
პაატა
23:49 18-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.