U18. ბოლო წამების დრამა - საქართველოს ნაკრებმა "ექვს ერზე" საფრანგეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას 50:7 სძლია.

შეხვედრა კარგი საყურებელი იყო, ჩვენმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმი 10:19 დათმო (საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შეასრულა, ხოლო ლელო ეზიეშვილმა დადო). შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ წიკლაურის ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა. ბოლოს ქართველი მორაგბეები შეტევაზე გადავიდნენ, შველიძემ ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა გამოიყენა და გავიმარჯვეთ.

შეგახსენებთ, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ პირველ ტურში შოტლანდიასთან 14:22 დამარცხდა. ამონაშვილის გუნდი 7 აპრილს ინგლისს შეხვდება.

პარმა (იტალია).
სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – საფრანგეთი  20:19

საქართველო:

ხაზი:
15. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. იკა კვარაცხელია (ლელო), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ლუკა თვაური (ხვამლი), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება:
1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. თორნიკე ტორაძე (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი), 17. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 18. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. დავით ბარბაქაძე (არმია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 24. დათა ახვლედიანი (ლელო), 25. ლუკა გაბუნია (აია), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მკითხველის კომენტარები / 36 /
ნამდვილად მოსალოცია! 10-0 მეორე ტაიმი არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთთან. ამონაშვილმა თავისი კვალიფიციურობა დაადასტურა. ბიჭებმა წმინდად ქართული ხასიათი და მიწოლა აჩვენეს. ახალს არაფერს ვიტყვი, ძალიან მაგარი ბიჭები გვეზრდება.
გიორგი
20:00 03-04-2024
0
თქვენ გენაცველეთ ბიჭებო, ძალიან კარგები და მაგრები ხართ!!!

უყურეთ და ისიამოვნეთ:
https://www.youtube.com/watch?v=Wn9LcXgDdpQ
ისე მაინც
20:46 03-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ