ისინი 4 მაისს, 16 საათზე, თბილისში, "ავჭალაზე", მოქმედ ჩემპიონ (და ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულს) საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "უმცროს ლე ბლესთან" მოსამზადებელ ეტაპზე აქამდეც გვითამაშია, მაგრამ ყველა ჯერზე სტუმრად, თბილისში კი ამხანაგური მატჩის გასამართად პირველად ჩამოვიდა.
ერთხელ 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელებს საფრანგეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და მაშინ სტუმრებმა 54:0 გაიმარჯვეს.
რადგან მომავალი თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი
დასწრება თავისუფალია!
20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი
4 მაისი. თბილისი. ავჭალა. 16:00
საქართველო – საფრანგეთი
საქართველო
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. სანდრო დარძულიძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ზურა ნინიძე (ბათუმი), 10. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. გიორგი გერგედავა (კლერმონი).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 21. გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 24. ნიკა დუმბაძე (ბათუმი), სანდრო მესხიძე (არმია), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ლუკა ჭაავა (აია), ნიკა აბესაძე (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ალექსი ზაზაძე (ხარები), შოთა ხელაძე (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (მათე).