"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით პირველ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე 17:26 (12:19) დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა "უმცროს ლე ბლეს" ბრძოლა გაუმართა, ბოლომდე თამაშში დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა. იყო შეცდომები, ბევრი კარგი მომენტი და გულშემატკივარმა ლამაზი რაგბი იხილა. ჩვენმა გუნდმა საჭირო გამოცდილება მიიღო და ივნისში ინგლისთან ორი შეხვედრა ელის.
20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი
4 მაისი. თბილისი.“ ავჭალა“
საქართველო – საფრანგეთი 17:26
საქართველო
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. სანდრო დარძულიძე (ლელო), 13. ლუკა კობაური
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. გიორგი გერგედავა (კლერმონი).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგუი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 21. გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 24. ნიკა დუმბაძე (ბათუმი), სანდრო მესხიძე (არმია), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ლუკა ჭაავა (აია), ნიკა აბესაძე (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ალექსი ზაზაძე (ხარები), შოთა ხელაძე (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (მათე).
3 ლელო: ცხადაძე, დვალი, ჭაავა
1 გარდასახვა: ფირცხალაიშვილი
და შედეგას ვერ აღებულმა ერთმა ბონუს ქულამ დაგვტოვა ნახევარფინალის მიღმა.იბრძოლე ბოლომდე.ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.კიდევ კარში დარტყმებზე გავამახვილებდი ყურადღებას.სამი გარდასახვიდან და ერთი ჯარიმიდან,მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ და 7 ქულა დავკარგეთ.არც ერთი ეს დარტყმა არ იყო ძალიან ძნელის კატეგორიისა,არც ქარი უშლიდა ხელს და შეიძლებოდა ყველას გატანა.ჩავთვალოთ,რომ ეს ნერვიული დაძაბულობის ბრალი იყო,თუმცა ბოლო ხანებში,ვერც ჩვენი დიდი ნაკრების დამრტყმელები გამოირჩევიან სანაქებო სიზუსტით და ეს იწვევს განგაშის გრძნობას.რა თქმა უნდა შეცდომები,სხვაც ბევრი იყო,ახლად შეკრებილი გუნდისაგან,სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონოდა,მაგრამ ასეც კი,ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს ფრანგებს და ეს გვაძლევს სამომავლო იმედს.ამ ბიჭებისაგან,მაგარი ნაკრები დადგება!სხვა თუ არაფერი,ფრანგებთან 9 ქულით წავაგეთ,სრულიად ახლად შეკრებილი,ერთად უთამაშებელი ნაკრებით და აშკარად უკმარისობის გრძნობა დაგვრჩა.ჩანდა რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო და ჩვენ წავაგეთ,ეს თამაში.სხვა რომ გჯობნის,ეგაა უსაშველო,თორემ შენ,შენივე შეცდომების გამო რომ აგებ,მაგას საშველი აქვს.მეტს ივარჯიშებ,შეცდომებს გამოასწორებ და გაიმარჯვებ!სწორედ ამ იმედიანი განწყობით ვამთავრებ ამ პოსტს.თქვენ და მთელ საქართველოს,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,შეგვეწიოს მისი მადლი და ყველანი ქრისტიანული სიკეთის,სიყვარულის,ერთიანობის,მშვიდობის გამარჯვების
გზაზე დაგვაყენოს!
ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად აღსდგა!