საფრანგეთის რაგბის ფედერაციის სამედიცინო კომისიამ "მეტრო რასინგის" მორაგბეებს კვლევა ჩაუტარა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მგეზავ დენ კარტერს, ამავე გუნდის ყოფილ გარემარბ ჯო როკოთოკოსა და არგენტინელ გარემარბ ხუან იმჰოფის, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონის, "მეტრო რასინგის" მორაგბეები არიან, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის სამედიცინო კომისიამ კვლევა ჩაუტარა.

ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დოპინგკონტროლმა მათ სისხლში კორტიკოსტეროიდების კვალი აღმოუჩინა. ამ სამეულს გასული წლის ოქტომბერში მორიგი კვლევის შემდეგ დოპინგის გამოყენება არ დაუმტკიცდა, მაგრამ ანტიდოპინგურმა სააგენტომ განმეორებითი ტესტების შედეგების გადამოწმება გადაწყვიტა.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა მორაგბეები დაამშვიდა:

"სააგენტოს ტესტების გადახედვა იმიტომ კი არ სურს, რომ თითქოს ფიქრობენ, მორაგბეები დამნაშავეები არიანო. პირიქით, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და აქვთ უფლება, კიდევ ერთხელ შეამოწმონ ანალიზები. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ მათ რაღაც მიზეზი აქვთ. "ტულონში" მუშაობისას მორაგბეებს წელიწადში ექვსჯერ ვამოწმებდით დოპინგზე.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. მათ უნდათ, ეს ისტორია დასრულდეს".

აღსანიშნავია, რომ კარტერმა და მისმა ორმა თანაგუნდელმა მას შემდეგ, რაც კონფიდენციალური სამედიცინო ჩანაწერები გასაჯაროვდა, საჩივრით პროკურატურას მიმართეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა
მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის
გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ
რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება
რაგბი. ლეგიონი: TOP 14-ში ოთხივე "ქართული გუნდი" ფავორიტია
ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია
რაგბის ცოცხალი ლეგენდა დაბრუნდა და სასაცილო ხელფასს დათანხმდა...