"კრისტალ პალასს" ახალი მწვრთნელი ესაჭიროება
"კრისტალ პალასის" ფეხბურთელები ცოტათი გაკვირვებულნიც დარჩნენ იმით, რომ სემ ელარდაისმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. "დიდმა სემმა" "არწივები" პრემიერლიგაში დატოვა და საკმაოდ კარგად აათამაშა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ერთიც "დაამტკიცა" და ხელი დაგვიქნია.

62 წლის გამოცდილი სპეციალისტის თქმით, იგი მწვრთნელად მუშაობას აღარ აპირებს. როგორც ჩანს, მისი საოცნებო პოსტიდან - ინგლისის ნაკრების თავკაცობიდან გათავისუფლებამ და იმ სკანდალმა მას მოუშუშებელი იარა მიაყენა. თუმცა დიდი სემი ფეხბურთის კაცია და, ვინ იცის, საქმე ისევ მოენატროს...

ელარდაისმა "პალასს" 21 მატჩიდან 8 მოაგებინა და აქედან იყო საგარეო გამარჯვებები ჩემპიონ "ჩელსისთან" და "ენფილდზე" "ლივერპულთან". ასევე შინ "არსენალთან" და ბოლოს პირნციპულ, 6-ქულიან შეხვედრაში "ჰალთან".

"დიდი ამბიცია და სურვილი ახალი სამსახურისა და სხვა გუნდში მუშაობის არ მაქვს. სანამ შედარებით ახალგაზრდა ვარ, ჯანმრთელი მეთქმის და გარკვეული აქტიურობა შემიძლია, მინდა ჩემს ცხოვრებას მივხედო. მსურს ვიმოგზაურო, ოჯახთან ერთად მეტი დრო გავატარო, შვილიშვილებს ყურადღება დავუთმო… ეს ყველაფერი მწვრთნელობისას თითქმის შეუძლებელია, ძალიან ცოტა დრო გრჩება, რადგან 24 საათი დაკავებული ხარ და სტრესში ხარ. "კრისტალ პალასსა" და მის პრეზიდენტს, სტივ პერიშს კი დიდი მადლობა იმისთვის, რომ რთული პერიოდის მერე პრემიერლიგას დავუბრუნდი და ამ გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა" - აღნიშნა ელარდაისმა.

"დიდ სემის" გიჟური ერთწლიანი პერიოდი:

2016 წლის 11 მაისი - "სანდერლენდი" დატოვა უმაღლეს ლიგაში

2016 წლის 22 ივლისი - დატოვა "სანდერლენდი" და გახდა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2016 წლის 4 სექტემბერი - ჩაატარა პირველი სანაკრებო მატჩი და გუნდს სლოვაკეთთან მოაგებინა

2016 წლის 27 სექტემბერი - ორმხრივი შეთანხმების შემდეგ დატოვა ინგლისის ნაკრები. მან ამ პოსტზე სულ რაღაც 64 დღე გაატარა…

2016 წლის 23 დეკემბერი - დაინიშნა "კრისტალ პალასში"

2016 წლის 26 დეკემბერი - ფრედ ითამაშა "უოტფორდთან"

2017 წლის 31 იანვარი - მოიგო პირველი მატჩი "პალასთან" ერთად

2017 წლის 21 მაისი - "არწივებმა" სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს

2017 წლის 23 მისი - ელარდაისმა განცხადება გააკეთა წასვლის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola*
???-ს - მაგაში გეთანხმები - ინგლისელებს თავისის გაპიარება მაგრად ეხერხებათ უიმბლდონის არ იყოს მაგრამ "დიდი" სემს გაბარიტების გამო შეარქვეს და არა დამსახურებისთვის!

ინგლისელებს როგორ უყვართ თავისიანების დაუმსახურებლად ცაში აყვანა - "დიდი სემი", რა ტიტულები აქვს ამ კაცს? მუდმუვად საშუალოზე დაბალი გუნდების მწვრთნელი იყო. ბობი ჩარლტონიც ასე "ჩატენეს" პელეს, მარადონას, კრუიფის გვერდით, მერე შირერი მოყავდათ მეგავარსკვლავად, შემდეგუ რუნი. მოკლედ ინგლისელების სენი, რომელიც პირიქით ცოტა ქართველებს არ გვაწყენდა (ზაზაზე იბოღმება 10-დან 3)
brola*
ის ბენტერა ვენგერი არსად მიდის და ისევ მაგრად ზის?
gio
რა საჭირო და დროული სტატია იყო, დამბურძგლა
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი
ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს