საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოქროს მედალი და ქართველი მოციგურავეების ტრიუმფი.

2019 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 28 ქვეყნის 74 წყვილი მონაწილეობდა საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ გრან პრის სერიის საერთაშორისო ტურნირებში, რომელიც 7 ეტაპად გაიმართა საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიაში, რუსეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში. ეტაპების შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონე 4 ქვეყნის მხოლოდ ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი საერთაშორისო ტურნირია. უკვე ზედიზედ მეორედ, წელს ამ საგზურის მფლობელი ქართველი წყვილი მარია კაზაკოვა დ ა გიორგი რევია გახდნენ.

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფინალურ ასპარეზობაზე, მაღალი კონკურენციის პირობებში ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და

საფრანგეთის წარმომადგენელ წყვილებს შორის, რითმულსა და თავისუფალ პროგრამებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს, ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და ჯამური 174,90 ქულით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში გრან პრის ფინალის პირველი ადგილისა და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს წყვილებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან.

კაზაკოვა-რევიას წყვილი მესამე სპორტული სეზონია, რაც ერთად გამოდის საქართველოს სახელით და ასე მოკლე დროში ფიგურული ციგურაობის ისეთ სახეობაში, როგორიც სპორტული ცეკვებია, გახდე გრან პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი გმირობის ტოლფასი თავგანწირვის შედეგია.

იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიურ არენა "პალაველას" გამარჯვების კვარცხლბეკზე ამაყად იდგე და შენი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის ქვეშ ათასობით უცხოელი მაყურებელი გამარჯვების ნიშნად ფეხზე წამოგიდეგს, ეს ის განცდაა, რომელიც მუდმივ სტიმულს მოგცემს მომავალი წარმატებებისაკენ მიმავალ გზაზე .

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი ულოცავს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ამ ფასდაუდებელი მნიშვნელობის ოქროს მედალს, მადლიერებას გამოხატავს მათი მწვრთნელების მიმართ და განსაკუთრებულად ულოცავს ამ გამარჯვებას მთლიანად საქართველოს და ფიგურული ციგურაობის მოყვარულ იმ ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებმაც იციან ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ოქროს მედლის ფასი, მოპოვებული თავგანწირული შრომითა და პროფესიონალი ადამიანების ერთობლივი თანადგომითა და მხარდაჭერით.

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

sizmara
ყოჩაღ! ყინულზე გრანპრი თუ მოვიგეთ ეს 10-მაგად სასიხარულოა , წარმატებებს გისურვებთ, ჯიდევ ერთხელ ყოჩაღ!
Q. G.
aრ არიან ქართველები. სულ არ მაინტერესებს, რას აკეთებენ და რა მოიგეს. 100% პუტინოიდები არიან. რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს რომ შეეჯიბროს ნებისმიერ სპორთში, ვისი ქომაგები იქნებიან ესენი?
არტაგი
გილოცავთ!!!....კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოთ ქართველი გულშემატკივრები!!!...
ნიკ
საოცრებაა, გილოცავთ!
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს ნაკრების წევრთა ოლიმპიური ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
კიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად
ქართველ მოციგურავეთა 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო რიგის ტურნირზე
სპორტული ცეკვები და ქართული წყვილი ოცეულში
კაზაკოვა/რევიას წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-15 ადგილით დაასრულა