29 თებერვალს და 1-ელ მარტს გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში. გუდაურში იმყოფებიან არაერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10-ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრების წინა დღე ოფიციალურ ვარჯიშს დაეთმობა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS-ის დელეგატების მეთვალყურეობითა და საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს. წლევანდელი შეჯიბრების ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი - ავსტრიელი სპეციალისტი როლანდ ჰორნი.

"ჩვენ ზემოთ ლურჯი ცაა და ყველაფერი რიგზეა. ვისურვებდით უფრო მეტ თოვლს შეჯიბრების საუკეთესოდ ჩასატარებლად. ბოლო ორი დღე განსაკუთრებით ინტენსიური იყო. ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ტრასა დატკეპნილია, დამონტაჟებულია სტარტის და ფინიშის მექანიზმები. მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია. გვიადვილდება იმ ხალხთან ერთად მუშაობა, ვინც ჩართულია ამ დიდ ღონისძიებაში", - აღნიშნა ვოლფგანგ შტაინბერგერმა.

პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ორივე დღეს ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება ქალებსა და მამაკაცებში.

ევროპის თასის ეტაპი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც როგორც ცნობილია, 2023 წელს გაიმართება ბაკურიანში. მანამდე კი საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიოს თასის ეტაპებს უმასპინძლოს სხვადასხვა სამთო კურორტზე. გუდაურში ორდღიანი შეჯიბრების წარმატებით ჩატარება მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.

"უდიდესი და ურთულესი სამუშაო გასწიეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. თითქმის ერთი თვეა ისინი დაუზოგავად მუშაობენ, რომ საშეჯიბრო ტრასა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტუმრები და დელეგატები კმაყოფილებას ვერ მალავენ. იმედი მაქვს, ამინდიც ხელს შეგვიწყობს და ორივე დღე წარმატებით ჩაივლის" - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია "სილქნეტი", რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა.

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
მიქაუტაძის "ლიონმა" პატრიკ კლუივერტის შვილი შეიძინა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
დიოკერეში "არსენალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
L’Equipe-მ განმარტა, რატომ აპირებს პსჟ დონარუმას გაყიდვას
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა