საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, ქეთევან ვენეცკიმ წარმატებით დაიწყო სეზონი კოსოვოს ისტოგუში - ევროპის თასის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ისტოგუმ 26-21 დაამარცხა ვუშტრია, ქართველმა კი 3 გოლი გაიტანა.

მეორე შესარჩევ რაუნდში ერთმანეთს კოსოვოს ორი კლუბი შეხვდა. საპასუხო მატჩი 17 ოქტომბერსაა ისტოგუს მოედანზე. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გავა მეთექვსმეტედფინალში, სადაც პირდაპირაა დაშვებული კიდევ ერთი ქართველის, მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბი კუმანოვო.

ქეთევან ვენეცკი 22 წლისაა და ისტოგუში 2018 წელს გადავიდა თბილისის პეგასიდან. იმავე წელს კლუბმა ევროპის თასის წინამორბედის, ჩელენჯ კაპის პირველ რაუნდში დაამარცხა იტალიის კასანო მანიანო და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ვენეცკიმ იტალიელებთან პირველ მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ მეორეში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და წელიწადზე მეტი მკურნალობდა, მისი კლუბი კი კოსოვოს ჩემპიონი გახდა.

ვენეცკი 2020 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა ისტოგუში, მაგრამ ჩემპიონატი ეპიდემიის გამო შეწყდა. ივნისში გათამაშდა კოსოვოს თასი, რომლის ფინალში ისტოგუ სწორედ ვუშტრიასთან დამარცხდა.

ისტოგუში, ვენეცკის გარდა, 3 უცხოელი ხელბურთელი თამაშობს, სამივე - მონტენეგროელი. ერთ-ერთი მათგანი, ესმა მურატოვიჩი გახდა დღევანდელი მატჩის ბომბარდირი 12 გოლით.

2020-21 სეზონის ევროტურნირებში 4 ქართველი ხელბურთელი თამაშობს. ჩემპიონთა ლიგაში წლეულს წარმომადგენლობა არ გვაქვს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე, ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა კი ამავე ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლაში ლისაბონის სპორტინგთან დამარცხდა. ქალთა ევროპის თასზე საქართველოს ვენეცკი და ჩოხელი წარმოადგენენ.

geohandball.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ