2018 წლის ოქტომბერში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნების, დენის პაკის და სერგეი გაისინის ცემისთვის (თავში სკამი ჩაარტყეს) რუს ფეხბურთელებს ალეკსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს, აგრეთვე ალეკსანდრ კოკორინის ძმას, კირილს 2019 წლის მაისში წლინახევრით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე წლის სექტემბერში ისინი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავს ურიგოდ როდი გრძნობდნენ.

31 წლის ალეკსანდრ კოკორინი ახლა კვიპროსის „არისში“ თამაშობს (ფიორენტინამ იჯარის წესით გაუშვა), რომლის რიგებში ამ სეზონში 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა (2 პენალტით). მან ახლახან „იუთუბის“ არხ „სუპერლიგასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაფერს არ ნანობს, რამეთუ უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო, კარგი სკოლა გაიარა, ყველა ნორმალური ბიჭი, მამაკაცი ერთხელ მაინც უნდა „იჯდეს“, რათა აზრზე მოვიდეს და ეს სკოლა იგრძნოს.

კოკორინის ნათქვამმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ფიგურულ სრიალში ოლიმპიადის სამგზის და მსოფლიოს ათგზის ჩემპიონმა ირინა როდნინამ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დუმის დეპუტატია, ფეხბურთელი გააკრიტიკა:

„სპორტში ფეირ-პლეი არსებობს - პატიოსნი თამაში და პატივისცემის გამოხატვა. ეს ოლიმპიურ თამაშებზე ფიცია. თუ ეს არ ესმით, მაშინ კუზიანს სამარეც ვერ გამოასწორებს“.

კ ო მ ბ ლ ე
მეც ეგრე ვფიქრობ და მომკალით ახლა! ფიქრისთვის და აზრების გადაფასებისთვის დროა ბევრი.
სოსო
მაგას თუ უდანაშაულო ადამიანების თავზე სკამების გადამტვრევა,ნორმალურ ბიჭობად მიაჩნია,უნდა დასცე თავში,200 კილოგამიანი "შტანგა," "ნორმალურ მიცვალებულად" გადააქციო და ანგელოზებთან გაუშვა.სამაგიეროდ შენ იქცევი,ნორმალურ ბიჭად!რაც დავწერე,რა თქმა უნდა არასერიოზულია და უბრალოდ ,ორთქლი გამოვუშვი.მთლიანად ვეთანხმები,განუმეორებელი ირინა როდნინას დასკვნას,კუდიანს სამარეც ვერ გაასწორებსო.კრეტინად დაბადებული,კრეტინად დარჩება.გასული საუკუნის 40-50-იან წლებში,რუსეთში ასეთი გამოთქმა ჰქონდათ:მშობლებს სამი ვაჟი ჰყავდათ,ორი ნორმალური იყო,მესამე კი,ფეხბურთელი.კოკორინი,სწორედ ის მესამე ძმაა, ფეხბურთელი!
პატრიოტი
რაში გვჭირდება ვიღაც რუსი ფეხბურთელის ისტორიები და კომენტარები, ჩვენ ჩვენი "ქურდები" და ქურდული მენტალიტეტის ხალხი გვყოფნის, პირველი პრეზიდენტი ამ მენტალიტეტმა შეიწირა
დდ
მართალია. ჯარში ყველა კაცი უნდა იყოს ნამყოფი. მე სამწუხაროდ ვერ წავედი ჯანმრთელობის მიზეზის გამო, ადრე არც მქონია სურვილი წასვლის, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. სამშობლოს დაცვა უნდა და ყველა ქართველის ვალია ეს გააკეთოს. ჯარის ამბავში რაც ვილაპარაკეთ ეს ეხება ცივილურ ქვეყანებს, მაგრამ თუ რუსეთზე მიდგა საქმე, მაშინ ჯარი ზუსტად ის ადგილია, რასაც სიცოცხლის ფასადაც კი უნდა აარიდო თავი. იმიტომ რომ ამ დამპალი ქვეყნის ჯარში წასვლა ავტომატურად მკველად გახდომას ნიშნავს.
ვი-რუსი
ესენი რუსი ქოცები არიან?თუ ქოცობას საზღვრები არააქ?
Koloa Axobadze
ნაჯდომი რაზე?
mtieli
ამინ
Levani
კი,ბაზარი არ არის,თუ ფიზიკურად არ შეუძლია სხვა რამე დააბრალონ და ნუ ავარჯიშებენ-გონებრივი შრომა. რო არ იყოს-ბლატებით თავის არიდება და რაც მთავარია სწავლა და სპორტი და არაფერი არ უნდა ათავისუფლებდეს ჯარიდან და იყოს 1 წელი ორის მაგიერ.
აბგ
ციხეში არა, მაგრამ ჯარში ნამყოფი უნდა იყოს ყველა მამაკაცი.
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
ალეკსანდრ კოკორინის სატრანსფერო ფასმა მოიმატა
კავაზაშვილი: იტალიელები რუსეთს დასცინიან - "ოქროს ნაგვის ურნა" კოკორინს
ორი ტომარა კარტოფილი კოკორინის ტრანსფერში - პოსტსაბჭოელების თავგადასავალი იტალიაში
კოკორინმა 655 დღის შემდეგ გაიტანა და კვარაცხელიას შეადარეს
ციხიდან გამოსული რუსი ფეხბურთელი 400-ევროიანი, ნიანგისტყავიანი პირბადით დადის
"რუსი ფეხბურთელები უნდა გადაყარო - მოკვეთილები ვეღარ შეგვარცხვენენ" - ოლიმპიური ჩემპიონები
"კოკორინს "რეალში" ან "ბარსელონაში" უნდა ეთამაშა!" - "დინამოს" ექსმწვრთნელი
ფაქტობრივად, დუმის დეპუტატმა კავკასიელები არაცივილიზებულებად გამოაცხადა