"შავი ლომი" ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონის მეორე თამაშს უელსში, ჰლანეჰლიში ადგილობრივ "სქარლეთსთან" 15 დეკემბერს გამართავს და ის საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

ქართული ფრენჩაიზი Parc y Scarlets-ზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბრუნდება. შარშან, 15 დეკემბერს, "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე თავისთვის პირველ სეზონში პირველი, ისტორიული გამარჯვება სწორედ "სქარლეთსთან" გასვლით შეხვედრაში მოიპოვა (23:7).

უელსური ფრენჩაიზი

1995 წელს რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, სამოყვარულო და ნახევრად სამოყვარულო კლუბები გაერთიანდნენ და პროფესიული ფრენჩაიზები, რეგიონული ნაკრებები შექმნეს, ისე, როგორც ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიაში.

2003 წელს უელსის უმაღლესი ლიგის 9 გუნდის ბაზაზე ხუთი რეგიონული ფრენჩაიზი (ამჟამად ოთხი) შეიქმნა. გუნდი თავდაპირველად "ჰლანეჰლი სქარლეთსად" იწოდებოდა და დასავლეთ და ჩრდილოეთ უელსს წარმოადგენდა, 2008 წლიდან კი მხოლოდ "სქარლეთსად" იწოდება.

ის დაარსებისთანავე ჩაერთო "კელტების ლიგაში" და პირველსავე, 2003-2004 წლების სეზონში მისი გამარჯვებული გახდა (კელტების ლიგაში 5 უელსური, 4 ირლანდიური და 3 შოტლანდიური ფრენჩაიზი თამაშობდა). 2011 წლიდან ტურნირს პრო 12 ეწოდა და "სქარლეთსი" ჩემპიონი 2017 წელს გახდა, 2018-ში კი ფინალში დამარცხდა.

ცნობისათვის, პრო 12 2017 წელს პრო 14-ად გადაკეთდა, 2021 წლიდან კი რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატად იწოდება და მასში ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, სამხრეთ აფრიკული და იტალიური გუნდები თამაშობენ.

"სქარლეთსი" 2003 წლიდან ჩაერთო ჩემპიონთა და ჩელენჯ თასში, სადაც საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი ჰქონდა. 2007 და 2018 წლებში ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, შარშან წინ კი ჩელენჯ თასის ნახევარფინალში "გლაზგოსთან" დამარცხდა.

გუნდის საშინაო არენა Parc y Scarlets-ი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა და ის 14 870 მაყურებელს იტევს. მთავარი მწვრთნელი დუეინ პილია, კაპიტანი კი ჯოშ მაკლეოდი, რომელსაც უელსის ნაკრებშიც უთამაშია. მთლიანობაში, შემადგენლობაში მრავლად არიან უელსის ნაკრების მოთამაშეები.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "სქარლეთსმა" 7-იდან 3 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 17 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

ჩელენჯ თასის წლევანდელი სეზონის პირველ ტურში, "სქარლეთსი" "ბაიონას" საფრანგეთში ეწვია და დაძაბულ შეხვედრაში 76-ე წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო 16:17 დამარცხდა. ფრანგებს ერთი ლელო კვაჭმა შონ ევანსმა გაუტანა, მგეზავმა იოან ლოიდმა კი გუნდს 3 ჯარიმითა და 1 გარდასახვით 11 ქულა შესძინა.

Rugby.ge

ბათუმელი ექსპერტი
კარგი იქნებოდა მაგ ტურნირში (პრო 14) შავმა ლომმა და კიდევ ერთმა ქარტულმა კლუბმა მიიღონ მონაეილეობა. დარწმუნებული ვარ მაქედან წამოსული ნაკრების წევრები იმდენად ძლიერები იქნებიან ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ექნება საქართველოს სარაგბო ნაკრებს.
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ჩელენჯ თასი | სამი ცვლილება "სქარლეთსისთვის"
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა