france bleu-მ პსჟ-ის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

„კვარას“ დებიუტი შემდეგი მატჩის ნახვის სურვილს გიჩენს

„რეიმსთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვებისას (1:1) ჩვენ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე მოქმედება ვნახეთ, ეს იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, გუნდის გამოუყენებელი შანსები და მოუთმენელი მოლოდინი იმისა, რომ ის ცოტა კიდევ უფრო გადამწყვეტი კვლავ ვიხილოთ.

კვარაცხელიას მხრიდან დავინახეთ როგორ ცდილობდა რამუშთან, დემბელესთან და ნუნო მენდეშთან გუნდურად თამაშს. და არა მხოლოდ... იღებდა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, დრიბლინგის შედეგად კარში დარტყმას ცდილობდა, რაც იმას აჩვენებს, რომ „პარკ დე პრენსზე“ პირველივე წუთიდან თამაშის შიში არ ჰქონდა. დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც ყველაზე რთული არ გახლდათ, თუმცა აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება ვიწრო სივრცეში შეუძლია, როდესაც დროში ძალიან შეზღუდულია.

ჯერ ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ იყო. ჩვენ ვიგრძენით (ეს ნორმალურია) პოზიციის შერჩევისას ორიენტირის რეალურად არარსებობა, როდესაც ბურთის ფლობისას პარტნიორისთვის მოძრაობაში პასი უნდა მიეცა. ეს თანდათან მოვა. ხვიჩა ხომ პარიზში 10 დღის წინ ჩამივიდა და თანაგუნდელებთან სავარჯიშოდ და შესათამაშებლად საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა.

კვარაცხელია უნივერსალური შემტევია, მარცხენა გარემარბია, მაგრამ ლუის ენრიკეს ტაქტიკაში სხვადასხვა პოზიციებზე უნდა შეძლოს მოქმედება. რაც აღსანიშნავია, მატჩის ბოლოს, როდესაც შეცვლაზე ბრედლი ბარკოლა შევიდა, „კვარამ“ ცენტრში გადაიწია და ბარკოლა და დეზირე დუე ფლანგებზე განლაგდნენ. მერე ხანდახან მათთან ადგილებს ცვლიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ „პარი სენ ჟერმენი“ მასთან ერთად მუდამ ასეთ არაპროგნოზირებადად დარჩება.

და ბოლოს - შაბათის შეხვედრამ სურვილი გამოიწვია, ლიგა 1-ის მორიგი ტური მალე ჩატარდეს, რათა ვნახოთ, უფრო მეტი აგრესიულობით როგორ ითამაშებს ქართველი „ბრესტთან“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა“.

ზუსტად, 2,5 წელია , მის ყოველ თამაშს ველოდებით და ვუყურებთ. იტალიელებმა სიყვარულიც აჩუქეს და ზოგიერთმა გააწვალა კიდეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, კვარას მარტო კარგი ემახსოვრება. ბოღმა სილაღეს აკარგვინებს ადამიანს, კვარას სიმდიდრე კი სილაღეა მოედანზე. იმედია, პსჟ ჯეროვნად გამოიყენებს და დააფასებს ხვიჩას ნიჭს .
ძველი გულშემატკივარი
ასეთი სურვილი პირადად მე მაქვს უკვე 2,5 წელი: მოუთმენლად ველოდი უმადური "ნაპოლის" ყოველ თამაშს. იმედია, "პსჟ" მაინც ღირსეულად დააფასებს ხვიჩას, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მეორე სიცოცხლე შესძინა.
ზუსტი შეფასებაა
კიდევ უკეთესად ითამაშებს!
მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
გადაწყვეტილება საბოლოოა - პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
"ჩელსი" ხავი სიმონსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
"ნაპოლი" სეზონის პირველ მატჩში მესამე ლიგის გუნდთან დამარცხდა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში - ნუთუ ეს შესაძლებელია?
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
კეილორ ნავასი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
დაბრუნება ყოფილ გუნდში - ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა
"ძალიან სერიოზული ოჯახური პრობლემები მქონდა, ეს აქამდე არ მითქვამს..." - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პეტერ სეგრტი ტაჯიკეთის ნაკრებიდან წასვლაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა
ნოა ლანგი: არ ვარ წინააღმდეგი კვარაცხელიას მემკვიდრე გავხდე, მაგრამ...
რა უთხრა პსჟ-ის განადგურების შემდეგ ტრამპმა პალმერს - ფეხბურთელმა ამბავი მოჰყვა
საქმეში პირადად პრეზიდენტი ჩაერთო - ალ-ხელაიფი პსჟ-ში ლუის ენრიკეს ამ სატრანსფერო სურვილს დააკმაყოფილებს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში - ნუთუ ეს შესაძლებელია?
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
ლუის ენრიკე: კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია - მისგან სწორედ ეს გვჭირდება
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ბრესტის" მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე "ბარსაზე" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია
"ჩელსი" ხავი სიმონსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
გადაწყვეტილება საბოლოოა - პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
[VIDEO] დავითაშვილის მე-14 საგოლე მოქმედება და "სენტ-ეტიენის" საბრძოლო ფრე "ბრესტთან"
"ერთი თვეა არ მითამაშია და ცოტა გამიჭირდა" - განუცხადა კვარაცხელიამ Le Parisien-ს
ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე - "ლიონმა" ლაკაზეტის დუბლით "ბრესტს" მოუგო [VIDEO]
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
სიომინი: ხვიჩამ დონე აჩვენა - პსჟ მისი გუნდია
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]