საქართველოს 7-კაცა 15-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ქუთაისში შეიკრიბა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის მზადებას შეუდგა.

17-იდან 21 თებერვლის ჩათვლის, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები „აია არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ორმხრივ თამაშებსაც გამართავენ, რაც მორაგბეებს 7-კაცას რითმზე და სპეციფიკაზე გადასვლაში უნდა დაეხმაროს.

დასკვნითი შეკრების დასრულების შემდეგ მორაგბეები ორი დღე დაისვენებენ და 24 თებერვალს სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში გაემგზავრებიან, სადაც „ათლონ სთედიუმზე“ ჩელენჯერის სერიის პირველი ორი ეტაპი გაიმართება.

პირველი ეტაპი 1-2 მარტს ჩატარდება. კაცთა და ქალთა 12-12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის ორ-ორი თამაშის შემდეგ პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, მეორე ადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილისთვის, ხოლო ბოლო ადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს 7-კაცა ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან მოხვდა. ტურნირს 1 მარტს 13:06 საათზე იაპონიასთან მატჩით გავხსნით, გერმანიას კი 16:27 საათზე ვეთამაშებით. ბ ჯგუფში ჩილე, ტონგა და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში სამოა, უგანდა და ბრაზილია, ხოლო დ ჯგუფში ჰონკონგი, მადაგასკარი და კანადა. 2 მარტს ნახევარფინალები და ფინალები შედგება.

ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი ქეიფთაუნში 7-8 მარტს გაიმართება და ჯგუფები პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შედგება. ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი აპრილში პოლონეთში, კრაკოვში მესამე ეტაპზე ითამაშებს.

7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩელენჯერის სერიისთვის

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი გამყრელიძე, დავით იმნაძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

თამაზ პეტრიაშვილი
უნდა გვასახელოთ ბიჭებო, თავი არ დაზოგოთ და მაქსიმუმი გააკეთეთ! თქვენ ნაკვალევზე უნდა წამოვიდნენ მომავალი თაობები. ახლა გვჭირდება შვიდკაცას ისევ წინსვლა და განვითარება. ტურისტებათ წასულები არავინ უნდა ჩაგვთვალოს. გერმანიას გატეხავთ პირველ რიგში, ასე მგონია და მაღალ ადგილს დაიკავებთ!!!
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია