ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჰარი რედნაპი, როგორც კანდიდატი

ჰარი რედნაპი, როგორც კანდიდატი

რატომ შეიძლება გახდეს რედნაპის მუშაობა ინგლისის ნაკრებში წარუმატებელი
გთავაზობთ "გარდიანის" ჟურნალისტის, ჯონათან უილსონის სტატიას იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება გახდეს რედნაპის მუშაობა ინგლისის ნაკრებში წარუმატებელი. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

რედნაპი და მისი სქემები

"ტოტენჰემის" მარცხი "იუნაიტედთან" რაღაცნაირად უცნაური გამოდგა. 60 წუთის განმავლობაში ლონდონელები უკეთ თამაშობდნენ, თუმცა მერე თავადვე აჩუქეს 2 გოლი მეტოქეს. ასეთი რამეები ხშირად ხდება ხოლმე. თავისთავად წაგება არ არის დიდი ტრაგედია, თუმცა ის შეკითხვას ბადებს ჰარი რედნაპის სანაკრებო კანდიდატურასთან დაკავშირებით.

"ტოტენჰემმა" მიმდინარე სეზონში 7 თამაში წააგო. აქედან ერთი "სტოკთან" დიდწილად მსაჯის შეცდომის გამო. დანარჩენებში კი ის, როგორც წესი, ბევრ გოლს უშვებს.

ასეთ შეხვედრებში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მართალია, გუნდი დიდებულად თამაშობდა, ის იყო, მოწინააღმდეგე უნდა გაეტეხა, რომ საბოლოოდ მეტისმეტად გახსნილი თამაშის გამო ნადგურდებოდა. ორ მატჩში კი, პირველ წრეში "სიტისთან" (1:5) და მეორეში "არსენალთან" (2:5), 20-25 წუთის განმავლობაში რედნაპის შეგირდები სულაც უსუსურად გამოიყურებოდნენ.

ამ ორმა კლუბმა "ტოტენჰემს", ვინც მუდამ 4-4-2 განლაგებას იყენებს, იოლად მოუგო ბრძოლა მოედნის ცენტრში. თანაც, "არსენალმა" ეს კლასიკური 4-3-3 სისტემის სქემით შეძლო, "სიტიმ" კი 4-4-1-1-იდან 4-2-3-1—ზე გარდამავალი განლაგებით.

რობერტო მანჩინის შეგირდებიდან სერხიო აგუერო რეგულარულად ჩადიოდა ნახევარდაცვაში, სამირ ნასრი და ჯეიმს მილნერი კი ხშირად იწევდნენ ცენტრისკენ და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ ბურთის გათამაშებისას. საქმეც სწორედ ეს არის - 4-4-2 სქემით შეუძლებელია ბურთზე კონტროლის დაწესება, რადგან მეტოქეს ერთით მეტი ფეხბურთელი ყოველთვის ეყოლება.

ეს სქემა უფრო ვერტიკალური თამაშისთვის არის შექმნილი და თუკი გუნდმა მაინც მოახერხა ბურთის ხელში ჩაგდება, თავისუფალ ზონებში მუდმივი ჩაწოდებებით მეტოქის დაცვას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რაც "ტოტენჰემმა" "მილანთან" და განსაკუთრებით, "ინტერთან" შეხვედრებში დაამტკიცა.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ამ სქემამ "არსენალთან" თავიდან გაამართლა კიდეც, რადგან გუნდმა 2 გოლი სწრაფად გაიტანა. რეალურად კი ეს უფრო "მეთოფეთა" დაცვის სისუსტის გამო მოხდა. ორივე განაპირა მცველი წინ მიდიოდა, ალექს სონგი კი მათ დაზღვევას ვეღარ ასწრებდა.

ამასთან, ერთი გოლი "დეზებმა" საეჭვო პენალტით გაუშვეს. მოვლენები ასევე რომ გაგრძელებულიყო, მაშინ ვიტყოდით, რომ რედნაპის ტაქტიკამ 100%-ით გაამართლა, მაგრამ 0:2-ის დროსაც კი იყო შეგრძნება, რომ "არსენალს" შეეძლო გათანაბრება.

1:2-ზე ამასთან დაკავშირებული ეჭვი საბოლოოდ გაიფანტა. ამას რედნაპიც მიხვდა, მაგრამ სისხლდენას ვერაფრით უშველა. რაღაც წილად "არსენალს" გაუმართლა, რაღაც დონეზე "ტოტენჰემს" არ ეყო ფიზიკური კონდიციები.

ის, რაც ჰარის არ უყვარს

რედნაპს ძალიან არ უყვარს თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლა. ის ყველანაირად ცდილობს, რისკზე არ წავიდეს და ნაუცბათევი გადაწყვეტილებების მიღება არ მოუხდეს.

ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ ბოლო წლებში "ტოტენჰემის" მიღწევები გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი მიდგომა ზოგადად. უმაღლეს დონეზე გამართულ თამაშებში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა ფორმაში მყოფი მეტოქის შემხედვარე გუნდი იძულებული გახდება, დაამშვიდოს თამაში, რათა რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს და მხოლოდ ამის მერე ეძებოს თავისი შანსები შეტევაში.

სწორედ ასე მოიქცა რობერტო მანჩინი, როცა მისი გუნდი "არსენალს" დაეჯახა. პირველ 10 წუთში "სიტიმ" საკუთარ კართან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა და ბოლოს თამაში 1:0 მოიგო. მასპინძელი მეტოქეს გახსნილ თამაშში რომ აჰყოლოდა, ქულის აღების შანსიც კი არ ექნებოდა.

მეორე მაგალითად ანტონიო კონტე მოვიყვანოთ. რამდენიმე კვირის წინ "მილანთან" სუფთად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ 3-5-3 სქემა 4-3-3-ად აქცია. ის 1:0-ს აგებდა, მაგრამ ჩათვალა, რომ უპირველესად მეტოქე უნდა გაეტეხა. "იუვენტუსმა" თამაში ჯერ ჯიჯი ბუფონის კარიდან შორს გადაიტანა, შემდეგ კი შეტევებზეც დაფიქრდა და შეცვლაზე შესულმა ალესანდრო მატრიმ გაათანაბრა კიდეც.

მატჩის შემდეგ კონტემ აღიარა, რომ მას თავდაპირველი გეგმა შეცდომით ჰქონდა არჩეული. თუმცა მან მაინც შეძლო თამაშის მიმდინარეობისას გარდატეხის შეტანა. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო "ტოტენჰემისა" და "რეალის" შეხვედრაში. პიტერ კრაუჩის გაძევების შემდეგ "დეზებმა" "რეალის" შემტევებს არათუ ვერაფერი მოუხერხეს, ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს.

თუკი რედნაპი ინგლისის ნაკრებს მაინც ჩაიბარებს, შეიძლება ბევრი აღაფრთოვანოს მისმა თამამმა შემტევმა სტილმა. ამან შეიძლება შედეგები მოიტანოს კლასით დაბლა მდგომ გუნდებთან, მაგრამ უსიამოვნებები მას მერე დაიწყება, რაც მას კლასით თანაბარი ან აღმატებული გუნდი შეხვდება. "ტოტენჰემი" ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, თუმცა ორივე მანჩესტერულ კლუბთან 4 შეხვედრაში 16 გოლი გაუშვა და ამას "არსენალთან" 6 მიამატა.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა საერთაშორისო ტურნირის პლეი ოფში იოლად გადიხარ და მერე პირველივე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან აგებ შეხვედრას. ნაკრებს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც, მაგალითად, ესპანეთთან მოპოვებულ ერთბურთიან უპირატესობას როგორმე ბოლომდე შეინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა

ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში

შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?