უიმბლდონის 2001 წლის ხორვატ ჩემპიონს მიაჩნია, რომ მხოლოდ ნადალს შეუძლია, ერთი სეზონის განმავლობაში იბრძოლოს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებისთვის
უიმბლდონის 2001 წლის ჩემპიონ გორან ივანიშევიჩს მიაჩნია, რომ მხოლოდ რაფაელ ნადალს შეუძლია, ერთი სეზონის განმავლობაში იბრძოლოს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებისთვის.

"ნადალი ერთადერთი მოთამაშეა, ვინც შეძლებს ერთი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ყველა ჩემპიონატზე გამარჯვებას.

მას ადრე ოთხივე ტურნირი აქვს მოგებული და მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობს – ასეთი მიღწევა შეუძლებელიაო - ესპანელს ძალუძს კალენდარული "სლემის" მოგება.

თუ ის ჯანმრთელი იქნება, ვინ იცის, ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს... მას შეუძლია კარიერაში "დიდი სლემის" 20 ტურნირის მოგება", - ამბობს ივანიშევიჩი.

გორანს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რაფაელი კარიერას უფრო მეტი "დიდი სლემის" ტიტულით დაასრულებს, ვიდრე როჯერ ფედერერი.

"ამ მომენტისთვის ნადალს 13 ტიტული აქვს, ფედერერს - 17. როცა როჯერმა დაამხო სამპრასის რეკორდი (14), ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ მიღწევას ვერავინ გააუმჯობესებდა, მაგრამ ახლა ასე არ მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ ნადალი კარიერაში უფრო მეტ მეიჯორს მოიგებს, ვიდრე ფედერერი. კიდევ სამი გამარჯვება როლან გაროსზე და მას იქ 11 ტიტული დაუგროვდება.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ის ძალიან ძლიერია", - აღნიშნა ხორვატმა.

ივანიშევიჩის აზრით, ერთადერთი მეტოქე, ვისაც შეუძლია რაფას გრუნტზე ებრძოლოს, ნოვაკ ჯოკოვიჩია, მაგრამ გორანს ეჭვი ეპარება - შეძლებს კი ნოვაკი ისევე ეთამაშოს რაფას ამ საფარზე, როგორც ეს 2013 წლის როლან გაროსის ნახევარფინალში გააკეთა.

"მხოლოდ ჯოკოვიჩს შეუძლია მისი დამარცხება გრუნტზე და ის ამასთან ძალიან ახლოს იყო წლევანდელ როლან გაროსზე, მაგრამ ამ გამოცდილებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ამოცანა მომავალში.

თქვენმა სხეულმა და გონებამ ბევრ რამეს უნდა გაუძლოს რაფასთან გრუნტზე მატჩში. დარწმუნებული არ ვარ, ისევ შეძლებს თუ არა ნოვაკი რაღაც მსგავსის გაკეთებას", - ამბობს ივანიშევიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნადალმა, ჯოკოვიჩმა და ფედერერმა ორ სეტში მოიგეს შანხაის მასტერსის სტარტი

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
ჩოგბურთი, ქრისტიანობა და პაციფიზმი - ენდი მარეიმ უიმბლდონის ბრიტანული წყევლა განდევნა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ლამაზი ჯადოსნური ზღაპარი
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის