მუნდიალი 2014. საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი
ურუგვაიმ და მექსიკამ მეტოქეები გაანადგურეს და მუნდიალის საგზური 99 პროცენტით გაინაღდეს. სამხრეთამერიკელებმა იორდანია სტუმრად დაამარცხეს, კონკაკაფის ზონის წარმომადგენლებმა კი ახალ ზელანდიას "აცტეკაზე" უმასპინძლეს და შინ შერცხვენილები გაუშვეს.

როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა მოედანზე 81 წუთი გაატარა, მას არც გოლი გაუტანია და თავი არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია. "სელესტეს" მხრიდან ხუთივე გოლი სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა. ანგარიში მაქსი პერეირამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლას ლოდეიროს გადაცემა კრისტიან სტუანიმ გამოიყენა.

მეორე ტაიმში კიდევ თითო გოლი იმავე ლოდეირომ, კრისტიან როდრიგესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

მექსიკის ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, მიგელ ერერას ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ატარებდა. შეგახსენებთ, რომ ერერა 2013 წელს "აცტეკთა" მეოთხე მწვრთნელია და როგორც ჩანს, ნაკრებს მუნდიალზე სწორედ ის წაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში მხოლოდ მექსიკის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გამოიძახა და ისეთ მოთამაშეებზე თქვა უარი, როგორებიც არიან: გილერმო ოჩოა, კარლოს სალსიდო, ექტორ მორენო, ხავიერ აკინო, ანდრეს გუარდადო, ექტორ ერერა, ჯოვანი დოს სანტოსი და ხავიერ ერნანდესი.

ფაქტია, ერერას გადაწყვეტილებამ გაამართლა - მექსიკამ ახალ ზელანდიას ხუთი გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღო, ისიც მაშინ, როდესაც ანგარიში უკვე 5:0 იყო. მასპინძლების რიგებში განსაკუთრებით კარგად ახალგაზრდა ორიბე პერალტა და მიგელ ლაიუნი გამოირჩეოდნენ - ლონდონის ოლიმპიადის ფინალში დუბლის შემსრულებელმა პერალტამ აქაც ორი გოლი გაიტანა, ლაიუნმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა.

თავი გამოიჩინა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოთამაშე პოლ აგილარმაც, ვინც ანგარიში გახსნა. გარდა ამისა, კიდევ თითო გოლი რაულ ხიმენესმა და ვეტერანმა რაფაელ მარკესმა გაიტანეს. სხვათა შორის, "ბარსელონას" და "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნაკრებში 115-ე თამაში ჩაატარა და თავისი მე-14 გოლი შეაგდო.

მექსიკამ და ურუგვაიმ შესარჩევი ეტაპის დროს ძალიან ბევრი იწვალეს. იყო საფრთხე, რომ ორივე პლეი ოფს მიღმაც კი დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა - მექსიკა მე-15 მუნდიალზე ითამაშებს, "სელესტესთვის" კი "ბრაზილია 2014" მე-12 (ოციდან) მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ურუგვაის ნაკრები მუნდიალზეა

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი: პლეი ოფში იორდანიასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ [VIDEO]
ტრიუმფატორი მწვრთნელი ჟურნალისტის ცემისთვის გაუშვეს
მექსიკის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის ცნობილია
ვარიანტი საუდის არაბეთიდან - ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პოსტზე ახალი კანდიდატურა ჰყავს
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა. XVIII ტური: მოსალოდნელი ოთხეული [VIDEO]
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ᓛᓘᓒᓔᓚ ᓔᓠᓔᓠᓐ: ᓐᓥ ᓘᓛᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓐᓠ ᓛᓝᓕᓔᓓᓘᓗ, ᓠᓝᓛ 5 ᓛᓐᓢᓩᓘ ᓕᓘᓗᓐᓛᓐᓨᓝᓗ
"ბარსელონას" ყოფილი მცველი მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდება
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ 2:1 - ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠᓘ ᓡᓐᓡᓬᓐᓣᓚᓘ ᓤᓝᓠᓢᓐᓚᓔᓖᓐᓨᓘ
ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ-ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ 1:3 - ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ ᓨᓘᓜ ᓒᓐᓣᓨᓕᓔᓡ [VIDEO]
მარკესმა დეკუსგან გარანტიები მიიღო - მექსიკელი "ბარსელონაში" დარჩა
მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა. ბოლო ტურის წინ: გამოცხადებული ფრის ქრონიკა
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთი ამერიკა: შანსი ვენესუელასაც კი აქვს
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
რაფაელ მარკესი: რონალდინიომდე "ბარსელონა" წარმატებული გუნდი არ იყო
"ერთად დიდებული ერა შევქმენით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - სუარესი ნეიმარის მაიამის "ინტერში" სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
ჩილე და კოლუმბია ბრაზილიას მიუახლოვდნენ
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით
ოფიციალურად: მარკესმა "ბარსელონა" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
გავიცნოთ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები: 2 გზის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები
ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ VS ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ - ᓕᓘᓡᓘ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓜᓐᓐᓓᓠᓔᓕᓘ ᓪᓠᓔᓛᓚᓘ?
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა