ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ საქმეს თემურ ქეცბაიას წასვლით და კახა ცხადაძის მოსვლით ეშველება
მართალს ვიტყვი - როცა საქმეს აკეთებ, უნდა გჯეროდეს კაცს, რომ რამე გამოვა. ჩვენებურად, "ჯიგრულად" რომ ვიტყვით, "რაღაცა" კი არა - რამე... ანუ ყურძნიდან - ღვინო, ცომიდან - პური, ბიჭიდან - კაცი და ასე შემდეგ...

იმის თქმა მინდა, რომ დაწყებულს ბოლომდე მიყვანა უნდა, რადგან ადამიანის ცხოვრებას ყოველგვარი "თუ"-ს და "ან"-ის გარეშე სჭირდება დიდ-პატარა წარმატებები და ზოგადად, სწორედ ეს - დიდი ან პატარა წარმატებაა, პროცესი რომ გამოგივა.

რაღაც საბოლოოდ მოიშალა ქართულ ფეხბურთში - თავს კი ვიმშვიდებთ და "ხვალეს" ვებრიქებით, მაგრამ არც სახვალიოს უჩანს მთლად კაი პირი. ვშიშობ, ბითურობაა, სადღაც 10 ან 15 ოცწლამდელი ბიჭი რომ სხვაზე კარგად აგორებს ბურთს, ამის იმედზე ყოფნა.

დუმბაძეს მოვიშველიებ - ამ პატარა ბიჭების უპირატესობა ხომ მხოლოდ ისაა, ბალახისა და ტალახის კარგად გარითმვა რომ შეუძლიათ. დიდი და ძნელი გზა ელით - გაუძლებენ?

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მათივე წინამორბედი სტატისტიკაა მურტალი - 100-დან 99 ვერ უძლებს. იოლად ხურდავდებიან მანქანებსა და კლუბებზე - საფეხბურთო კი არა, ღამის თუხთუხით გატარება რომ შეიძლება, იმ კლუბებზე.

კიევი, სასტუმრო "სპორტი" მახსოვს - მწვრთნელებმა დასაძინებლად ნომრებში ჩამოარიგეს და... ათიოდე წუთში მთელი ახალგაზრდული ნაკრები სტრიპტიზ-კლუბში "რიგზე გაეთვალა". იმ შემადგენლობიდან ერთი-ორი კაცი ახლაც აგორებს ბურთს.

არ ვიცი, რა ჰქვია ამას, არაა იოლი, ზუსტი დასახელება მოუძებნო და მაგალითს რაც შეეხება, გალიიდან ქუჩაში გამოპარული "ბინგო-ბონგო" (ადრიანო ჩელენტანო) რომ ძუძუს დაეწაფება, ის მახსენდება.

შიმშილის არა, უფრო მენტალიტეტის ამბავია - აი, ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია. აკი მიხეილ იაკუშინი ამბობდა, თბილისის "დინამოში" ახალმისულმა სადილ-ვახშამზე ღვინის სმა ძლივს მოვშალეო?

მენტალური ატავიზმია ეს და სულ არა აქვს მნიშვნელობა, ღვინოს სვამ თუ ტეკილას. აქედან გამომდინარე, მარტო მწვრთნელებთან ბრძოლა სულაც არაა გამოსავალი. ვერ შეცვლის სიტუაციას 1, 2, 10 და 15 ბიჭი და კაცი - ჩვენს ფეხბურთს გონებაში და სისტემურად უჭირს.

ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ საქმეს თემურ ქეცბაიას წასვლით და კახა ცხადაძის მოსვლით ეშველება - ეს დაახლოებით იმ ოპერიდანაა, სადაც არიებს ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, ტოპმიოლერი, სეგრტი, კუპერი ასრულებდნენ და არავის არაფერი გამოსდიოდა.

ან კი როგორ გამოვა - ფეხბურთში ბალახზე ბერდება ხალხი და მაინც სილაში გვირაბები გაჰყავთ... მაინც... ისევ... სულ... ეს ის გვირაბებია, რომლებითაც ღამის კლუბებში, ტოტალიზატორებში, მასაჟის სალონებში დაიპარებიან - სული მისწრებაზე აქვთ და საქმე მოსწრებაზე...

გეგონება, იქ და იმ ადგილას მთავრდებოდეს მათი ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც პირველივე, პროზაულად საშუალო ტრანსფერთან ერთად "შედგება" ხოლმე და მორჩა - ტააშ-ტააშ! ტარამ-ტარამ!

დღემდე პოპულარულია იოჰან ბოსკამპის ქართულ საფეხბურთო მენტალიტეტზე ნათქვამი ფრაზა და ცოტამ თუ იცის, რას მოაყოლა ღრიალა ჰოლანდიელმა 1999 წლის 30 მაისის იმ საღამოს ნათქვამი ის სამი სიტყვა.

ჯერ ჯანაშია, მისი ჯიპი და დიღმის ბაზა იყო, მერე სასტუმროდან გაპარული ორი "ჟურნალისტი" (დელეგაციაში რომ იყვნენ და არავინ რომ არ ვიცნობდით), სულ ბოლოს - თვითმფრინავამდე მისაყვან ავტობუსში დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინი.

მიზეზი? ნამდვილქართული: ერთ ჟურნალისტს და ორ ფეხბურთელს "დუთი ფრიში შოპინგი" გაუგრძელდათ და იმ, "დაახლოებით ერთი საათის" მერე "პივის ბანკებით" მოგვადგნენ.

ორჯერ იკითხა იმ, "დაახლოებით ერთი საათის" განმავლობაში ჩვენი ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა - ხომ მშვიდობაა, რას ველოდებითო და როცა ბოლოს და ბოლოს ლოდინის მიზეზი აუხსნეს... არც იოჰან ბოსკამპი იყო ინგა და არც იმ ბიჭებიდან რომელიმე - მურტალო, ამოეღო და შვიდი ტყვია დაეხალა...

უბრალოდ, ის სამი სიტყვა თქვა და ვფიქრობ, ქართული საფეხბურთო აზროვნების დიაგნოზიც დასვა. ის დრო სჯობდა - სულ რაღაც ერთი საათი დააგვიანდათ ბიჭებს, ახლა ორ-სამ დღეს იგვიანებენ ხოლმე...

ამიტომაა, რომ ისმის და იწერება - მავანი სპორტული მენეჯერის ყველაზე დიდი შეცდომა მავანი ქართველიაო... ესა და ეს ცნობილი ფუნქციონერი კლუბიდან ქართული ტრანსფერის გამო უნდა გაუშვანო...

ვინმეს ენა მოუბრუნდება, რომ კონკრეტულად ესა თუ ის პიროვნება - ან ჩინოსანი, ან ფუნქციონერი, ან მწვრთნელი, ან ჟურნალისტი, ან ბევრი, ან ცოტა ფულია ამეების მიზეზი?..

არა, კარგო ხალხო, არა! არანაირად! დალპა, მოიშალა სისტემა! ის წესები, რომლითაც ჩვენში ფეხბურთს ვთამაშობთ, 100 პროცენტით გამორიცხავს წარმატებულ ადამიანს: ჩინოსანს, ფუნქციონერს, მწვრთნელს, ჟურნალისტს, ბევრი ან ცოტა ფულის მქონეს...

ახლა და ამ სიტუაციაში ნამეტანი ოპტიმიზმი თავის მოტყუებაა - საქმის კეთებისა და აზროვნების ასეთ სტილს ვერანაირი ბიუჯეტი და ფული უშველის, ვერც ის წერტილოვანი "დარტყმები", ხან ბოლნისში, ხან გორში, ხან ზესტაფონში და ახლა სამტრედიაში რომ ხორციელდება ხოლმე.

არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს თუ - 2. ქუთაისური ანეკდოტისა არ იყოს - რა ხეირია, "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე "პოდრუჩკით" ორ მკვდარს მიიყვან თუ თექვსმეტს?! იცვლება რამე?!

მარტო არჩევნებში, ჩემპიონატში, ნაკრებსა და სამსაჯოში ბრძოლა აღარაა საკმარისი, სამ ფრონტზე ომია საჭირო - ქართულ ფეხბურთს მარტო ჯიბეში კი არა, ფეხშიც უჭირს და თავშიც..

კონსტანტინე გოგიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sabagio
სრული სიმართლეა,მაგრამ ჩვენი უბედურება მარტო მენტალიტეტში არ უნდა იყოს. პაიჭაძეს,მესხს,ხურცილავას,ყიფიანს,ჩივაძეს იგივე მენტალიტეტი არ ჰქონდათ? ჩვენი პრობლემა სისტემაშია და ვიდრე სისტემა არ შეიცვლება არაფერი გვეშველება! თორემ ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ კოსტა რიკას მეტი საშუალება აქვს ვიდრე საქართველოს. მოკლედ წამალი ერთია ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ და რაც მთავარია საჭიროა ფანატიკოსების გუნდი, რომლებიც ქართული ფეხბურთის ინტერესებს, პირად ინეტერესებზე წინ დააყენებენ!
glaxuna
როცა მენტალიტეტზე საუბრობ, აქ ისიც უნდა ახსნა..რ ა გ ბ ი რატომ არის ერისათვის წარმატებული... ისე,უბრალოდ მომავალი თაობის,არათუ მარტო სპორტსმენების სგვაგვარად ა ღ ზ რ დ ა ა საჭირო,ანუ თ ა ვ ი დ ა ნ ვ ე სწავლასა და შრომაზე ორიენტირებული, დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ი თ და პასუხისმგებლობით და წარმატებები ი ქ ნ ე ბ ა !!! რაგბში ,ხო ხედავთ დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა ს რა ყურადღება მიექცა ,ბოლო სერიოზული წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ხო იგივე დასავლეთის დახმარებით ,სწორედ დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ი თ და შემართებით მიაღწიეს,და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ ამ ვაჯკაცური სპორტისადმი!!!
bacho
ვინმემ გამარკვიოთ იქნებ:ეს ოკეანის გაღმიდან ფიქრები რას ნიშნავს?
kacho
სიჩინავა არველაზეებო ტქვენი დამქაშებიტ სასცრაპოდ დატოვეტ ფედერაცია
kako
პ ე ხ ბ უ რ ტ ი მ კ ვ დ ა რ ი ა ჩემპიონატი არაგვაქვს არც ბავშვტა პეხბურტი არც 2 ლიგა არც 1 ლიგა არც უმაგლესი არაგვაქვს მტავრობა სასცრაპოდ მიიგეტ ზომები და სულ გაკარეტ მტელი მუქტამჩამია ხალხი ტავის ვეტერან პეხბურტელებიანად ხმას არავინ იგებს უშველეტ სასცრაპოდ პეხბურტს მტავრობავ
555
ეს კაცი ყოველთვის სიმართლეს წერდა და წერს ახლაც. ალბათ ამიტომ შეუქმნეს ისე პირობები, რომ ქვეყნიდან წასულიყო. მე ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია. და აქ დარჩა მინაშვილის, ობოლაძის,კაკაურიძის და კიდევ სხვა მრავალის მსგავსი ვაი ჟურნალისტები და კიდევაც დაანგრიეს ფეხბურთი.
vaxo
ფეხბურტში ტუ კველაპერი ზირპესვიანად არ შეიცვალა არგამოვა არაპერი დაგუპულია პეხბურტი ამატაც ამოიცვეს კველაპერი ერტ ადგილას და გულაობენ მტავრობაც დუმს სასცრაპოდ ჩაერიოს მტავრობა და გავკაროტ ეს მუქტამჩამელები ეხლაც გულაობენ ტვიტონაც არიციან სად და რისტვის კრიან მოგვაშორეტ არველაზეები და სიჩინავა სასცრაპოდ
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ᕤᓘᓥᓠᓔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᓜᓘᓡ ᓒᕐᓦᕛᕘᓓᓐᓜ: ᓤᕔᓮᕑᕣᓠᕗᕘ ᓛᓐᓠᕗᕐᓚᓘ ᓑᓘᓭᓔᓑᓘᓡ ᓡᕞᓝᓠᓢᕘᓐ
ᕤᓘᓥᓠᕔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᕜᓘᓡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᓐᓜ: ᓤᓣᓚᓘ ᓓᓐ ᕡᓐᓜᓐᓮᓐᓝᓑᓐ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ᓫᓠᓝᓮᓐᓕ, ᓛᓝᓛᓔᓪ ᓠᓫᓔ!.. - ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓙᓣᓭᓘᓡ ᓤᓘლᓝᓡᓝᓤᓘა
ᓤᓘᓥᓠᓔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᓜᓘᓡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᓐᓜ: ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓗ ᓛᓓᓘᓓᓐᓠᓘ ᓓᓠᓝ ᓓᓐ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ᓤᓘᓥᓠᓔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᓜᓘᓡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᓐᓜ: ᓙᓚᓘᓜᓡᓛᓐᓜᓘᓡ ᓑᓠᓬᓧᓘᓜᓕᓐᓚᓔᓑᓐ ᓓᓐ ᓡᓘᓦᓐᓢᓐᓙᓔ
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ᓤᓘᓥᓠᓔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᓜᓘᓡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᓐᓜ: ᓒᓣᓜᓓᓣᓠᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓘᓡ ᓓᓘᓐᓓᓘ ᓛᓐᓠᓢᓝᓡᓣᓚᓘ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის