ოლიმპიურ ჩემპიონი ანჯელო პარიზი საქართველოსთან დაკავშირებითაც საუბრობს და გარკვეულწილად სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს
ამას წინათ ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ ტიტულოვან ფრანგ ძიუდოისტთან, ოლიმპიურ ჩემპიონ ანჯელო პარიზისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან დაკავშირებითაც საუბრობს და გარკვეულწილად სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს.

- ამბობენ ერთხელ თბილისში, შეჯიბრებაზე თქვენ სპეციალურად წააგეთ ფინალში ქართველთან. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან მოწინააღმდეგე მოგების შემთხვევაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გახდებოდა. - ეკითხება ფრანგს პორტალ-კულტურა.რუ -ს ჟურნალისტი პარიზისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- კი, იყო ასეთი. თბილისში ისე კარგად მიმიღეს, რომ გადავწყვიტე დამეთმო შეხვედრა ჩემი სიმპათიური მეტოქისათვის. თუმცა ამას ყველა მიხვდა და გადაირივნენ. მახსოვს როგორ სკანდირებდა მაყურებელი "პარიზი, პარიზი"! საერთოდ, საბჭოთა კავშირში მე ვუყვარდი ხალხს. - პასუხობს ანჯელო პარიზი.

პარიზი ინტერვიუში არ აკონკრეტებს მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმპათიური ქართველი მოჭიდავის გვარს, მაგრამ მის მიერ წამოწეულმა თემამ დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ ძიუდოისტის მონაყოლის დეტალებს გავყოლოდით.

პარიზი ოლიმპიური თამაშების თითო ოქროსა და ბრინჯაოს, აგრეთვე ორი ვერცხლის მედლის მფლობელი და ევროპის 4-გზის ჩემპიონია. პირველი მედალი მან ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს აბსოლიტურ წონაში მოიპოვა (ბრინჯაო), 1980 წელს ანჯელომ მოსკოვის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო, როგორც მძიმე, ისე აბსოლიტური წონითი კატგორიის შეჯიბრებებში და მძიმეში ოქროს, აბსოლიტურში კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში გერმანელ დიტმარ ლორენცთან წააგო. ამ გერმანელმა თავის მხრივ 95 კგ-ში მესამე ადგილი იკმარა. 1984 წელს ლოს ანჟელესის ოლიმპიადაზე პარიზი ფინალში კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად იაპონელ ჰიტოში საიტოსთან.

ანჯელომ ფინალური შეხვედრები ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატზეც წააგო. პირველად გერმანელ დიტმარ ლორენცთან (1978), შემდეგ რუს ალექსეი ტიურინთან (1979), ბელგიელ რობერ ვან დე ვალესთან (1980) და ბოლოს კიდევ ერთ გერმანელ ძიუდოისტ ჰენრი შტოერთან (1982).

მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ტიტულები უხვად აქვს, ფინალში მარცხი მისთვის უცხო არ ყოფილა.

ჟურნალისტთან თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე საუბრისას ბუნებრივია იგი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობას გულისხმობს, რომელიც მეტადრე 70-80-იან წლებში საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება იყო და მასში მსოფლიოს ძიუდოს ვარსკვლავები მრავლად მონაწილეობდნენ.

პარიზი თბილისის ტურნირზე 1977 წელს ჭიდაობდა და მაშინაც როგორც სხვადასხვა შეჯიბრებაზე ხშირად ორ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა - 95 კგ-სა და აბსოლუტურში. ამ ტურნირზე 95 კგ-ში ის მართლაც გავიდა ფინალში, სადაც თემურ ხუბულურთან დამარცხდა. აბსოლიტურში კი მესამე ადგილი დაიკავა, იქ ოქროს მედლის მფლობელი ჯიბილო ნიჟარაძე გახდა.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ჯიბილო ნიჟარაძე 1993 წელს გარდაიცვალა. ცხადია, მის პოზიციას პარიზის ინტერვიუსთან დაკავშირებით ვერ გავიგებთ, თუმცა თბილისის ტურნირზე 1977 წელს რომელ წონაშიც ნიჟარაძე გამარჯვებული გახდა იქ პარიზი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა, აი ფინალი კი 95 კგ-ში თემურ ხუბულურთან წააგო.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი თემურ ხუბულური ახლო წარსულში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დღესდღეობით კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ.

რუსულ ვებგვერდთან პარიზის მონაყოლზე მას კომენტარი ვთხოვეთ.

"პარიზი ძლიერი და ტიტულოვანი მოჭიდავე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს წაუგებელი გახლდათ. თბილისის ტურნირის ფინალში მახსოვს რომ მასთან დაძაბული შეხვედრა მქონდა და ორი კოკას ხარჯზე, დამსახურებულად მოვიგე. ანჯელოს შემდეგ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც შევხვდი და მაშინაც დავამარცხე. და მაშინ რა გამოდის, დადიოდა ეს კაცი შეჯიბრებებზე და სადაც შემხვდებოდა მითმობდა? არ ვიცი რაში დასჭირდა ამ სიცრუის მოგონება", - გვითხრა ბატონმა თემურმა.

აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ ხუბულურის პირად მწვრთნელ გივი ზაუტაშვილსაც.

"მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ძლიერი მოჭიდავე იყო, მახსოვს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ამაყი ხასიათიც ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, თემურს მასთან დასათმობი ნამდვილად არაფერი სჭირდა!

ხუბულურის კარიერა სავსეა დიდი გამარჯვებებით, რომლებსაც ასე დათმობებით ვერ მოიხვეჭდა.

პარიზისთან მას ორჯერ აქვს მოგებული. თბილისში მასთან პირველ შეხვედრამდე კი თემური უკვე იყო ევროპის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც ჰქონდა, ანჯელო რომ ამბობს ჩემთან მოგების მერე მიიღოო, უკვე მოპოვებული ჰქონდა", - გვითხრა ბატონმა გივი ზაუტაშვილმა.

საინტერესოა, რომ 62 წლის ფრანგი მოჭიდავე ამავე ინტერვიუს სხვა ეპიზოდში ხაზგასმით ამტკიცებს, რომ იგი ტატამზე არასოდეს მიმართავდა ხრიკებს, არ თვალთმაქცობდა და ყოველთვის სამართლიანად ასპარეზობდა. ეს კი, რასაკვირველია, იქვე გამორიცხავს თბილისის ტურნირზე ფინალური შეხვედრის დათმობის ფაქტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jm
ისე ეს პარიზია თუ ვინცაა, სიმპატიური ბიჭიო განგებ დაუწექიო, ცოტა იმნაირი ხომ არაა მაგალითად.DDDDD
franio
შემთხვეით გადავაწყდი ამ სტატიას. კარგი თაღლითი ჩანს ეს პარიზი :) სიბერეში ფანტაზიორობა უყვარს ხოლმე ზოგს და ეტყობა, მაგანაც მიაღწია მაგ ფაზას :D მე ის მაინტერესებს, ქართველების საწინააღმდეგო კომპრომატებს ყოველთვის რუსები როგორ აიტაცებენ ხოლმე. ჯერ იყო და იმას გვაბრალებდნენ, ქართველებმა კუბელი სპორტსმენის მოსყიდვა მოინდომეს ფინალში წასაგებადო, მერე ლიპარტელიანს დენისოვისათვის კბენა დააბრალეს, ახლა კიდევ ეს პარიზის გულმოწყალე წაგება. გასაგებია, საიდანაც უბერავს ქარი. ვერ მოუთმენიათ ჩვენების წარმატებები და შანსს არ უშვებენ, რომ წიხლი არ ჩაგვცხონ, ჭორებით მაინც.
მერაბ პაიჭაძე
ხუბულურმა დააგდო შეფასდა იუკო მერე დაიჭირა შებოჭვაზე და პარიზი გაიქცა შებოჭვა შეფასდა კოკა და დამთავრდა
lia
ასეთ ტყუილს არ იკადრებდა, მით უფრო, მნახველები ამბობენ, ჯიბილო ნიჟარაძე ფეხზე ძლივს იDგაო. ეტყობა, იცოდა, რომ სჭირდებოდა ამ ბიჭა მოგება და ვაჟკაცურად იჯიგრა და სულაც არ ამბობს ამას ვინმეს დასაკნინებლად. და თუ ნიჟარაძემ ვერ მიხვდა, რომ ფრანგი მთელი ძალით არ ჭიდაობდა, ესეც ამ ფრანგის ვაჟკაცობაზე მეტყველებს
grisha oniani
მე ვიყავი იმ ტურნირზე. კარგად მახსოვს ჯიბილო ნიჟარაძე (ოღონდ არ მახსოვს ვის ხვდებოდა) ისე დაიღალა ფეხზე ძლივს იდგა, სპორტის სასახლეში შუქი გამოირთო (თუ გამორთეს,იმიტომ რომ მაშინ შუქი თითქმის არ ირთვებოდა) ჯიბილომ დაისვენა და ის შეხვედრა მოიგო!
ფრანიო
დედაბერი ბერდებოდა და ჭკუა ემატებოდაო და ამ პარიზის პირიქით მოსვლია, აშკარად...
kote
ხუბულური ცრუობს. მიჩვეულია ტყუილს.
უშანგი
შეცდომაა აბსოლ-ი-ტური, სწორია - აბსოლ-უ-ტური. რამდენიმეჯერ მეორდება ტექსტში ეს შეცდომა!
Unknown
პარიზი კარგი მოციდავე იკო, მაგრამ იმ კონკეტულ შემთხვევაში ხუბულურთან,ასეთი გამოთკმა სეეფერება-პლახომუ ტანცორუ იაიცა მეშაიუტ,ძალით ცააგო არა ტოროლა!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო