იტალიაში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობდა
იტალიაში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

65 წელს გადაცილებულ მოჭადრაკე ქალთა ტურნირში თავი ისახელა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც წლეულს გაზაფხულზე ვეტერანთა ევროპის პირველობა მოიგო.

აპენინებზე მან კვლავ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი - ასპარეზობის ბოლო ტურში რუს ლუბა კუზნეცოვას დაუზავდა, ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

თამარ ხმიადაშვილმა მე-9 ტურში მონაკოელ იულია ლებელ-არიასს აჯობა და 6.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. 6-6 ქულას მოუყარეს თავი ლუდმილა ციფანსკაიამ (ისრაელი) და ვალენტინა კოზლოვსკაიამ (რუსეთი). უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ციფანსკაიას ერგო.

ამავე ასაკის მამაკაცაბში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ვლადიმირ ახოტნიკი (საფრანგეთი, 9.5), 2. ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი, 8.5), 3. ვიქტორ კუპრეიჩიკი (ბელარუსი, 8).

50 წელს გადაცილებულ მანდილოსნებში ნინო მელაშვილი 5.5 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა, 5 ქულით ციალა ქასოშვილი მეცხრე იყო, ხოლო ლელა თანდაშვილი 4.5 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა. 6-6 ქულით, შესაბამისად, პირველი-მეოთხე ადგილები გალინა სტრუტინსკაიამ (რუსეთი), მარინა მაკროპულუმ (საბერძნეთი), პეტრა შულცმა (გერმანია) და ჰელენ მირამ (ავსტრია) გაინაწილეს.

მამაკაცებში 7.5 ქილით მე-6 იყო თბილისელი გიორგი ბაღათუროვი, 38. ვარლამ ვეფხვიშვილი (6 ქულა). 1. პრედრაგ ნიკოლიჩი (ბოსნია, 9.5), 2. ედუარდას როზენტალისი (ლიტვა, 9), 3. გეორგ მოხი (სლოვენია, 8.5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე
ნონა გაფრინდაშვილმა და გიორგი ბაღათუროვმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს
საქართველოს გრან პრი ბელა ხოტენაშვილმა და ალექსანდრ ფიერმა მოიგეს
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]