ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დედოფალი - ნონა გაფრინდაშვილი 75

დედოფალი - ნონა გაფრინდაშვილი 75

დღეს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილს 75 წელი შეუსრულდა
ფოტოზე: ნონა გაფრინდაშვილი და ალა კუშნირი. 1969 წ.

1962 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩისას, ნონა გაფრინდაშვილი დედასთან ერთად სასტუმრო "მოსკოვში" ცხოვრობდა. 17 ოქტომბერს დილით ტელეფონმა დარეკა. ნონამ ყურმილი აიღო, შიშოვი რეკავდა - ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათ და ჩემპიონობას გილოცავთო.

ნონას სახე გაუბრწყინდა. უნებურად საათს დახედა - თერთმეტს ორი წუთი აკლდა. 21 წლის ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა მაშინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ელიზავეტა ბიკოვას 9:2 მოუგო.

ასე დაიწყო ქართველ ქალთა სახელოვანი საჭადრაკო ეპოპეა, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში იოლად გავიმარჯვე, - გაიხსენა 54 წლის წინანდელი ამბები სახელოვანმა დიდოსტატმა. - 21 წლის ასაკში რომ გავხდი ჩემპიონი, ეს მაშინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ. მატჩის შემდეგ თენგიზ გიორგაძეს ბიკოვასთვის უკითხავს - ნონაზე რას ფიქრობთო. ნიჭიერი გოგო ჩანს, ტალანტია, ბევრს მიაღწევს, თუმცა ამჯერად მას არ უნდა გაემარჯვაო. რატომო, უკითხავს გიორგაძეს; მის წინ სხვები იდგნენო რიგში. თენგიზს ღიმილით უპასუხია: ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ, რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარს - ნონა ურიგოდ გაძვრაო.

- მილოცვებს, როგორც ვიცი, მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ თვლა არ ჰქონდა...

- მოსკოვიდან მატარებლით წამოვედით. ლესელიძიდან მოყოლებული, მატარებელი ყველა სადგურზე დიდხანს ჩერდებოდა, რადგან ყველგან ზღვა ხალხი გვხვდებოდა. ჩემს კუპეში სუფრა არ აშლილა, ისე ჩამოვედით თბილისში.

რკინიგზის სადგურზე ტევა არ იყო. მამაჩემმა იმ ჭეჭყვაში ცალი ფეხსაცმელი დაკარგა. მერე იყო ფანტასტიკური შეხვედრა ოპერის თეატრში. ამის დავიწყება შეუძლებელია. ყველაზე დიდი ჯილდო და დოვლათი ხომ ხალხის სიყვარულია.

- ქალბატონო ნონა, მსოფლიოს ჩემპიონობაზე სამჯერ ალა კუშნირთან ითამაშეთ... გულშემატკივრებისგან მსმენია, კუშნირი ყოველგვარ ხრიკს მიმართავდა, რომ გაფრინდაშვილისთვის ნერვები მოეშალა და პაექრობა მოეგოო. მართალია?

- არ დაიჯეროთ, ჭორია. ჩვენ ერთმანეთს ახლოს ვიცნობდით და უდიდეს პატივს ვცემდით. ცხადია, მხოლოდ საჭადრაკო დაფასთან გვქონდა უკომპრომისო ბრძოლა. 1969 წელს ალამ მოითხოვა, მატჩი მოსკოვში გაიმართოს, რადგან ჯანმრთელობის გამო ბალტიისპირეთში ვერ ვითამაშებო.

ის ორთაბრძოლა ტალინში იყო დანიშნული და ყველაფერი მზად ჰქონდათ. მაშინ კუშნირს ვუთხარი: "ალა, ჩემთვის საქართველოში თამაში ორმაგად რთულია, რადგან გულშემატკივართა წნეხის გაძლება გამიჭირდება, ამიტომ ნებისმიერ ადგილას თამაში მირჩევნია. უბრალოდ, ხალხი ვერ გაიგებს, მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტის სურვილებს რატომ თანხმდება. გინდა, შეხვედრა სოჭში შედგეს, გინდა მოსკოვში, ოღონდ პაექრობის ნახევარი თბილისში გაიმართოს-მეთქი".

მართლაც ასე მოხდა: პირველი ნახევარი საქართველოს დედაქალაქში გაიმართა. რუსთაველის თეატრში პირველი პარტია რომ წავაგე, ხალხთან შეხვედრას მოვერიდე და სათადარიგო გასასვლელით გავიპარე. 4 პარტიის შემდეგ მეტოქე წინ იყო.

დასვენების დღეს მეგობრებთან ერთად ფეხბურთზე წავედი - თბილისის "დინამოს" თამაშს ვუყურე მოსკოვის "ტორპედოსთან". ვიხალისე, რადგან ჩვენებმა მოიგეს. ყურადღება არ მიმიქცევია ზურგს უკან გულშემატკივართა ჩურჩულისთვის: "მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩს აგებს და რა ეფეხბურთებაო".

ორდღიანი განტვირთვის შემდეგ კუშნირს ჯერ შავებით მოვუგე პარტია, მერე - თეთრებით და ქულით დავწინაურდი. მოსკოვში მატჩის მეორე ნახევარი ისე ჩავამთავრე, პარტიაც არ დამითმია. საბოლოოდ 8.5:4.5 გავიმარჯვე და გვირგვინი შევინარჩუნე...

ნონა გაფრინდაშვილმა 1962 წელს 9:2 (+7=4-0) დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მერე ოთხჯერ დაიცვა ეს წოდება: 1965 - გაფრინდაშვილი-ალა კუშნირი 8,5:4,5 (+7=3-3), 1969 - გაფრინდაშვილი-კუშნირი 8,5:4,5 (+6=5-2), 1972 - გაფრინდაშვილი-კუშნირი 8,5:7,5 (+5=7-4), 1975 - გაფრინდაშვილი-ნანა ალექსანდრია 8,5:3,5 (+8=1-3), 1978 წელს კი მაია ჩიბურდანიძესთან დათმო წოდება - 6,5:8,5 (+2=9-4).

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 11 გუნდური (1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986 - სსრკ, ხოლო 1992 - საქართველოს ნაკრებში) და 9 პირადი ოქროს მედალი, ითამაშა 128 პარტია (+94=26-8). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებშიც ხუთჯერ გაიმარჯვა.

ქართველი მოჭადრაკე 1978 წელს გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996), 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). ჩვენი ქვეყნის წლის ორგზის (1969, 1975) საუკეთესო სპორტსმენმა 1982 წელს პირველი საჭადრაკო "ოსკარი" დაიმსახურა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი).

1997 წელს, ფიდეს გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

სწორედ ამ სასახლის წინ დღეს ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის დაბადებიდან 75-ე წელთან დაკავშირებით მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

იუბილეს გილოცავთ, ქალბატონო ნონა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა

ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა

ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება

დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს

ᕜᓝᓜᓐ ᓒᓐᓤᕠᓘᓜᓓᓐᓨᕕᕘᓚᓘ: ᓩᕔᓛᓡ ᓙᕣᓞᓔᕨᓘ ᓡᓣᓤᕠᓐ ᓐᓠ ᓐᓨᓚᓘᓚᓐ, ᕘᕡᓔ ᓩᓐᓛᕝᓕᓔᓓᓘᓗ ᓗᓑᓘᓚᕘᕡᓨᓘ

რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]

"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]