"იქ ტოტალიზატორები აკრძალულია და ირანის ჩემპიონატის თამაშებზე ფსონის დადება შეუძლებელია. დამიჯერეთ, ეს იქაურ თამაშებს აშკარად ეტყობა"
კახი კაკაშვილი 23 წლის ფეხბურთელია. 16 წლისა (ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე) იყო, "ცხინვალში" რომ გამოჩნდა და უმაღლეს ლიგის სადებიუტო სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა. მაგრამ საუკეთესოდ 2014-15 წლებში წარმოჩნდა, როცა ვარლამ კილასონიამ რუსთავის "მეტალურგში" შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსი მისცა.

ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველი ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ გუნდში, სადაც ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ვარლამ და გიორგი კილასონიები, გიორგი ჯოხაძე, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი თამაშობდნენ.

გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ კახიმ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ამ გაჭირვებულმა კლუბმა პირველი წრე მე-6 ადგილზე დაასრულა და რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მათ შორის - თბილისის "დინამოსთან", რომელსაც რუსთაველებმა სენსაციურად მოუგეს - 3:0.

მაშინ რუსთაველი ახალგაზრდები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. სამწუხაროდ, ვარლამ კილასონიას მიერ საათივით აწყობილი გუნდი უსახსრობის გამო დაიშალა და ბევრი მათგანი უფრო ძლიერ გუნდში მიიწვიეს, ჩვენი წერილის გმირი კი საჩხერის "ჩიხურაში" აღმოჩნდა.

მაგრამ ამ გუნდში მისი კარიერა ვერ აეწყო: საჩხერეში, ორი სეზონის განმავლობაში, მან სულ 17 შეხვედრა ჩაატარა და როგორც კი კონტრაქტი დაუსრულდა, მშველელად ისევ მშობლიური რუსთავის გუნდი მოევლინა.

გახსოვთ, ალბათ - პირველი ლიგის ეს გუნდი ამხანაგურად ეთამაშა თბილისში შეკრებაზე მყოფ ირანის უმაღლესი ლიგის კლუბ თავრიზის "მეშინ საზს". თამაში 2:2 დასრულდა. თამაშის მერე კაკაშვილს ირანელთა მწვრთნელი დაელაპარაკა და მეორე დღეს შეხვედრა სთხოვა, რომლის დროსაც ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

იცით, რომ 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ირანში უკვე გადავიდა, "მეშინ საზის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და უკვე სამი მატჩი ჩაატარა. იქაურ უმაღლეს ლიგაში წლეულს დაწინაურებულ თავრიზელებს ჯერ თამაში არ წაუგიათ.

საინტერესოა კაკაშვილის ირანული შთაბეჭდილებები:

"როცა ირანში გადასვლა შემომთავაზეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. კარგია იმ გუნდში თამაში, რომლის მთავარი მწვრთნელიც გენდობა. მაგრამ ირანსა და მის ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცოდი და აზრი ვკითხე ჯაბა მუჯირს, რომელიც ამ ქვეყანაში თამაშობდა. მისი რჩევები გამომადგა და მართალი აღმოჩნდა, როცა მითხრა - ეს სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე წარმოგიდგენიაო.

ჯერ ერთი, ძალიან კარგი პირობები შემომთავაზეს, რაზეც საქართველოში ვერც ვიოცნებებდი. მეორეც - ფეხბურთი უყვართ და საუკეთესო ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ბაზები და მოედნები აქვთ.

რაც მთავარია, თამაშებს უამრავი გულშემატკივარი ესწრება. მაგალითად, ბოლო შეხვედრა თავრიზის დერბი იყო, რომელშიც "ტრაქტორს" შევხვდით და სტადიონზე 20 ათასი მაყურებელი იყო. გუნდში ჯერ 3 შეხვედრა ჩავატარე და ხალხი უკვე ქუჩაში მცნობს", - ამბობს კაკაშვილი.

მისი თქმით, საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელების გვერდით უწევს თამაში:

"ირანის ჩემპიონატში დონე უფრო მაღალია, ვიდრე - საქართველოში. გაცილებით მაღალ ტემპში თამაშობენ და უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.

ჩემს გუნდში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელია. მეკარეს ლა კორუნიას "დეპორტივოში" უთამაშია, ბრაზილიელი მცველი "ბოტაფოგოში" გამოდიოდა, ჩვენი კაპიტანი კი ირანული ფეხბურთის ვარსკვლავი ანდრანიკ თეიმურიანია, რომელმაც ნაკრებში 82 შეხვედრა ჩაატარა და ახლაც გამოიძახეს.

სხვათა შორის, მას ინგლისურ "ბოლტონში", "ფულჰემსა" და "ბარნსლში" უთამაშია. იქაური სომეხია, ძალიან თბილად მიმიღო, დამიმეგობრდა და სახლში დამპატიჟა. მისმა სიტყვებმა გამახარა, თურმე, ირანულ გაზეთში დაწერეს - კაკაშვილი ისეთი ტალანტია, თეიმურიანის ახალგაზრდობას გვაგონებსო".

კაკაშვილი ირანის თავისებურებაზეც გველაპარაკა:

"საერთოდ, როგორც მივხვდი, ირანელებს საქართველო უყვართ. გუნდის მძღოლი ფერეიდნელი არაა, ირანელია და ქართული იცოდა. მითხრა, ყოველ ზაფხულს ბათუმში ვატარებ და სახლიც ვიყიდეო. თურმე, ჩვენთან დასასვენებლად ბევრი ირანელი ჩამოდის.

ერთი ის გამიკვირდა, რომ "ფეისბუქი" არ აქვთ. მაგრამ ჩამორჩენილი ქვეყანა სულაც არ არის - ეს მცდარი შეხედულებაა. მშვიდი, მოწესრიგებული სახელმწიფოა და ხალხიც ძალიან მომწონს.

სხვათა შორის, ძალიან გამახარა ერთმა ფაქტმა, რომ იქ ტოტალიზატორები აკრძალულია და ირანის ჩემპიონატის თამაშებზე ფსონის დადება შეუძლებელია. დამიჯერეთ, ეს იქაურ თამაშებს აშკარად ეტყობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ggg
იქ არ არის მაგრამ ინტერნეტიდან დებენ ფსონებს
ალეკსანდრე
კი ეტყობა მაღალი დონის ჩემპიონატია, მაგატი უმაღლეს ლიგელი, ჩვენ პირველ ლიგელს რომ ვერ მოუგებს,აბა სხვა რა უნდა ეთქვა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
როგორ დასრულდა ირანში მოთამაშე კახი კაკაშვილის კონფლიქტი თანაგუნდელთან
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
გამორიცხული არაფერია... ჯაბა მუჯირის მეგობრული ჟესტი და ირანულ-ქართული ტენდენცია
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
რა ურჩია კარლუშ კეირუშმა ირანში მოთამაშე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ": ᓔᓡ ᓡᓘᓪᓠᓣᓔᓐ, ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ!
ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕛᓝᓜᓐ ᓐᓠ ᓐᓠᓘᓡ! - "ᓖᓔᓡᕢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕖᕔ ᓘᕒᓔᓑᓡ, ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕡ ᓛᓘᓦᕛᓐ ᕐᕒᓔᓑᓡ
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ - ᓓᓦᓔᓡ ᓕᓐᓓᓐ ᓘᓬᓣᓠᓔᓑᓐ!
"ზუგდიდის" ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისი ჩააბარა, რომ გაზის ფული გადაეხადა...