ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალმა "მილანმა" დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო

ახალმა "მილანმა" დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო

ვინჩენცო მონტელა: დონარუმა "მილანის" შვილია
"მილანი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა - ლომბარდიული გრანდი შვეიცარიულ "ლუგანოს" დაუპირისპირდა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

პირველი ტაიმი იტალიელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ერთადერთი გოლი კი ახალგაზრდა ფორვარდმა პატრიკ კუტრონემ გაიტანა. მეორე ნახევარში მილანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და "ლუგანოს" კარში კიდევ 3 გოლი გავიდა - თავი ჯოვანი კროჩატამ, ხოსე სოსამ და გუსტავო გომესმა გამოიჩინეს. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჟოზე მაურიმ, რომლის ანგარიშზეც ორი საგოლე პასია.

ვინჩენცო მონტელამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და როგორც მოსალოდნელი იყო, "ლუგანოს" შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირა. კარში მარკო სტორარი იდგა - დაცვის ფლანგებზე ინაციო აბატე და რიკარდო როდრიგესი, ცენტრში კი გაბრიელ პალეტა და მატეო მუსაკიო. ნახევარდაცვაში ფრანკ კესის, ანდრეა ბერტოლაჩის და რიკარდო მონტოლივოს ტრიო ვიხილეთ, თავდასხმაში კი ჰაქან ჩალჰანოღლუ, ფაბიო ბორინი და პატრიკ კუტრონე ირჯებოდნენ. მეორე ნახევარში მოედანზე ჟოზე მაური, კრისტიან საპატა, ლუკა ანტონელი, ჯოვანი კროჩატა, ხოსე სოსა, მბაიე ნიანგი, ნიკოლო ძანელატო, გაბრიელი, მატია დე შილიო, კარლოს ბაკა, გუსტავო გომესი, მატეო გაბია და სტეფან სიმიჩი გამოჩნდნენ...

ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც განახლებულმა "მილანმა" გამართა და რა გასაკვირია, რომ ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია - გულშემატკივრებმა პრაქტიკულად ახალი გუნდი იხილეს. მატჩის შემდეგ ვინჩენცო მონტელა ჟურნალისტებს შეხვდა და ვრცლად ისაუბრა...

პირველი მატჩი

ძალიან კარგი სპარინგი იყო საკმაოდ კარგ გუნდთან და სასიხარულოა, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ლუგანო" სამოყვარულო გუნდი ნამდვილად არაა, მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და როგორც ნახეთ, პირველი ტაიმი მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ. მთავარია, რომ ახალი ფეხბურთელები ვნახე საქმეში და მთლიანობაში, კმაყოფილი დავრჩი. გუნდს შეთამაშება სჭირდება და ამხანაგური შეხვედრები ჩვენთვის ჰაერივით საჭიროა. ახალ სეზონს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ, ამისთვის კი მოსამზადებელი ეტაპის იდეალურად დაგეგმვაა საჭირო.

ჰაქან ჩალჰაონოღლუ

მოქმედების დიდი დიაპაზონი აქვს. თუ დააკვირდით, ხშირად იყო შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში და ასევე ხშირად იწევდა უკან და სიღრმიდან იწყებდა იერიშებს. სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, რომელსაც თამაშის წარმართვა შეუძლია. იცით, რომ ჰაქანი დიდი ხანი არ თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ შეკრებაზე კარგ ფორმაში გამოცხადდა. შესაბამისად, მის პროფესიონალიზმთან კითხვის ნიშნები არ მაქვს და მჯერა, რომ ის გაამართლებს გაცემულ ავანსებს.

ფრანკ კესი

ნახევარდაცვაში სწრაფი, აგრესიული და ამავდროულად, ტექნიკური ფეხბურთელი გვჭირდებოდა, ფრანკ კესი კი სწორედ ასეთია. ახალ გუნდთან შეგუება მასაც დასჭირდება, თუმცა ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ჩალჰანოღლუს მსგავსად, ისიც უაღრესად მოტივირებულია და თავს არ ზოგავს. ნახევარდაცვაში კონკურენცია იქნება და კესის სრულად მოუწევს შესაძლებლობების დემონსტრირება. "ატალანტაში" მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან კიდევ უფრო მოუმატებს.

რიკარდო როდრიგესი

რიკარდო პირველი იყო, ვინც დავიმატეთ და მაშინვე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. დავიმატეთ პროფესიონალი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო. როდრიგესმა "ლუგანოსთან" კარგად ითამაშა, თუმცა დასვენების შემდეგ, მასაც მოსამატებელი აქვს. ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის ექნება - დაცვის მარცხენა ფრთაზე მატია დე შილიოს და დავიდე კალაბრიას შეუძლიათ თამაში.

ჯანლუიჯი დონარუმა

ეს იყო გრძელი სატრანსფერო საგა, რომელიც დადებითად გადაწყდა - დონარუმა მილანისთვის იგივეა, რაც შვილი და ბედნიერები ვართ რომ შეთანხმება შედგა. ჯიჯო დიდი მეკარეა - მას მხარდაჭერა სჭირდება რომ კიდევ უკეთესად ათამაშდეს. დონარუმა ძალიან მოტივირებულია და ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ არსებობს კითხვის ნიშნები - ჯიჯო მილანელია და მშობლიურ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

მიზანი

ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეირებ, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალ სეზონში გაცილებით უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე სერია A-ს წინა გათამაშებაში. გულშემატკივრები ჩვენგან სწორედ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას ითხოვენ, მათი ხმა კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტრანსფერები

7 ახალი ფეხბურთელი გვყავს და ეს ძალიან კარგია. გუნდს გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდებოდა და მუშაობას თავიდანვე მიზანმიმართულად შევუდექით. ჯერ გავაანალიზეთ თუ სად გვჭირდებოდა გაძლიერება და როგორი ტიპის ფეხბურთელები უნდა დაგვემატებინა - მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მოლაპარაკებები. პროცესი გრძელდება და დიდი ალბათობით, კიდევ დავიმატებთ ერთ, ან ორ ფეხბურთელს. ეს უკვე ის გუნდია, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?

"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს

"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?

"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა

14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა

ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს

ჰაქან ჩალჰანოღლუ: გატუზო უფრო ფსიქოლოგია, ვიდრე მწვრთნელი

ვინჩენცო მონტელა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

უეფამ მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა

მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა - ადვილი მატჩი არ გველის

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

"მილანის" ახალი ფორმის პრეზენტაციაზე მაისურზე ჰაქან ჩალჰანოღლუს გვარი არასწორად ეწერა

ჰაქან ჩალჰანოღლუ: შეხვედრის მთავარი "გმირი" მსაჯი იყო

პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს

"ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით..." - საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა... პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]

ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა