ახალი ზელანდიის ნაკრები დანიდინში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, არგენტინა კი სამხრეთ აფრიკას სალტაში დაუხვდება
ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურში, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება, ახალი ზელანდიის ნაკრები დანიდინში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა სიდნეიში "ოლ ბლექსის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. სავარაუდოდ, დანიდინში სენსაციას არ უნდა ველოდოთ.

"ვოლაბების" მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ გუნდის შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მეორეხაზელი სემუ კერევი, მის ნაცვლად ჩეიკამ "რედსის" მორაგბე რობ საიმონსი იხმო. საგულისხმოა, რომ საიმონსს "რედსის" თავკაცები ნაკლებად ენდობოდნენ და ზე რაგბის გათამაშებაში ბევრი მატჩი გამოტოვა.

ჩეიკამ უკანა ხაზში ძირითად შემადგენლობაში დააყენა გარემარბი დენ ჰაიეტ-პეტი. სათადარიგოთა შორის კი, კერტის რონა იქნება.

ერთი იძულებითი ცვლილებაა ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობაში. აქილევსის მყესი დაიზიანა და, სავარაუდოდ, დიდხანს დააკლდება გუნდს შერკინების ბურჯი ოუენ ფრენქსი. მის ნაცვალად "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ძირითად შემადგენლობაში ნეპო ლაულალა დააყენა. თადარიგში კი ოფა ტუუნგაფასი იქნება.

ახ.ზელანდია-ავსტრალია

ახალი ზელანდია: 15. დამიენ მაკენზი, 14. ბენ სმითი, 13. რაიან კროტი, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. რიკო იოანე, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმითი, 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ნეპო ლაულალა 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ სქუარე, 7. სემ კენი, 8. კირან რიდი

სათ: 16. კოდი ტეილორი, 17. კენ ჰამესი, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. სკოტ ბარეტი, 20. არდი სავეა, 21. ტომას პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. დენ ჰაიეტ-პეტი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. კარტლი ბილი, 11. ჰენრი სპეისი, 10. ბერნარ ფოლი, 9. ვილია გენია, 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. ალან ალაალატოა, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. შონ მაკმაჰონი

სათ: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ტომ რობერტსონი, 18. სეკოპე კეპუ, 19. რორი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22. რის ჰოგი, 23. კერტის რონა

არგენტინის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს სალტაში დაუხვდება, რომელიც ზღვის დონიდან 1 152 მეტრზე მდებარეობს.

ცხადია, ასეთ სიმაღლეზე თამაში ჭირს. რასაც ამ გუნდების სალტაში დაპირისპირების სტატისტიკაც ადასტურებს. "პუმები" "ბოკეს" აქ ორჯერ შეხვდნენ. პირველად სამხრეთაფრიკელებმა გაჭირვებით 33:31 მოიგეს, შარშან კი, "პუმებმა" მეტოქეზე პირველი ისტორიული გამარჯვება იზეიმა - 26:24.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ გუნდში მხოლოდ ერთი, იძულებითი ცვლილება განახორციელა. დაშავდა და თამაშს ვერ შეძლებს ცხრა ნომერი როს კრონიე. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ფრანსუა ჰუგარი ითამაშებს, რომელიც ერთი კვირის წინათ თადარიგში იყო. ჰუგარის შემცვლელად კი კუციამ რუდი პეიჯი იხმო.

ერთი ცვლილებაა არგენტინის ნაკრებში. ტრავმის გამო გუნდს დააკლდა შერკინების კვაჭი ნოელ ტეტას ჩაპარო. მის ნაცვლად "პუმების" თავკაცმა ფელიპე არეგუის უხმო. არგენტინელები იმედიანად არიან და ეცდებიან, შარშანდელი მიღწევა გაიმეორონ. მაღალმთიანეთში თამაშიც ამიტომ დანიშნეს.

არგენტინა-სამ.აფრიკა

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. მატიას მორონი, 13. მატიას ორლანდო, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ემილიანო ბოფელი, 10. ნიკლოას სანჩესი, 9. მარტინ ლანდსხო, 1. ლუკას ნოგიერა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ენრიკე პიერეტო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ტომას ლასანა, 8. ლეონარდო სენატორე.

სათ: 16. ჟულიან მონტოია, 17. ფელიპე არეგუი, 18. რამირო ერერა, 19. მარკოს კრემერი, 20. ხავიერ ორტეგა, 21. ტომას კუბელი, 22. ხუან მარტინ ერნანდესი, 23. რამირო მოიანო

სამხრეთი აფრიკა: 15. ანდრის კუცია, 14. რაიმონდ რუე, 13. ჯესი კრილი, 12. იან სერფორტეინი, 11. კორნალ სკოსანი, 10. ელტონ იაინკისი, 9. ფრანსუა ჰუგარი, 1. ტენდაი მთავარირა, 2. მალკოლმ მაქსი, 3. კონი ოსტჰუიზენი, 4. ებენ ეტცებესი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი, 7. იაკო კრილი, 8. უზაირ კასიმი.

სათ: 16. მბონგენო მბონამი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. პიტერ სტეფ დუ ტუა, 20. ჟან ლუკ დუ პრი, 21. რუდი პეიჯი, 22. კერვინ ბოსხი, 23. დამიენ დე ალენდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

euhh
ragbze? atom arapers wert??imdeni saintereso ram moxda tundac gushin da gushinwin..ertikviris mere rom wert vitom siaxleebs
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
რაგბი, რასიზმი და მაფია - პროტესტი "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ