სერბეთის ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო მოთამაშე მიროსლავ რადულიცა დღეს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ის ჩვენი გუნდების წინა მატჩის მონაწილეცაა, თუმცა ბელგრადში 1 წლის წინ გამართულ შეხვედრაში, როგორც გახსოვთ, მისი ოპონენტი გიორგი შერმადინი და ჩვენი ნაკრების წევრები შეუჩერებელნი იყვნენ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა სერბ კალათბურთელთან მატჩის წინ ინტერვიუ ჩაწერა:

"ცუდად მახსოვს თქვენთან ბოლო ინტერვიუ, რადგან ბოლოს ბელგრადში გესაუბრეთ და ის მატჩი წავაგეთ. ამჯერად ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც პანდემიის გამო უამრავი შეზღუდვაა. კალათბურთელისთვის განსაკუთრებით რთული ფანების გარეშე თამაშია. სხვა გზა არ გვაქვს, კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოვახდინოთ. ბოლო მატჩი საქართველოსთან წაგებული გვაქვს და, რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით.

განსხვავებით საქართველოსგან, სერბეთის ნაკრებს ჯერ არ მოუპოვებია ევრობასკეტის საგზური. ყველამ ვიცით ქართველი ხალხის მებრძოლი სული. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო გასულია თუ არა, თქვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ.

რადგან მოგება ჩვენ თქვენზე მეტად გვჭირდება, ვეცდებით, სათანადოდ გიპასუხოთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ შეკრებისა და მომზადებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩემი შუა სეზონია, მე და ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ვართ მომზადებულები და მატჩსაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდებით.

რამდენიმე წელია, ევროპაში აღარ ვთამაშობ, ჩინეთის ჩემპიონატში გამოვდივარ, თუმცა მუდმივად თვალყურს ვადევნებ ევროპულ ამბებს. გიორგი შერმადინი, როგორც აქამდე, ახლაც აჩვენებს თავის ნიჭს, შესაძლებლობებს, ხარისხს. ვიცი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. რთულია მის წინააღმდეგ თამაში; იცის, როგორ იმოქმედოს, როგორ ჩააგდოს, როგორ მიგაღებინოს ჯარიმა, თუმცა ხარისხი ჩვენც გვაქვს და კარგი ბრძოლა იქნება", - განაცხადა რადულიცამ.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

წყარო: GBF.ge

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს