გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი "ორიაკთან" მატჩში გამოიჩინა.

ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. "სტად ფრანსემ" "პოს" უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

მეორე პარიზული კლუბი "რასინგ 92" "ტულუზს" ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.

პრო დე2-ის 28-ე ტურში "ანგულემმა" "კოლომიეს" 24:15 მოუგო, ბონუსიც აიღო და ლიგაში დარჩენის მცირე შანსი შეინარჩუნა. "ანგულემი" 41 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე რჩება და მე-14-ზე მყოფ "ორიაკს" 8 ქულით ჩამორჩება. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს ლუკა გოგინავა, ხოლო შალვა სუთიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

"პერპინიანმა" "ნევერს" 37:16 სძლია, ბონუსიც აიღო და 103 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა. ლიდერთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა თორნიკე მატარაძე.

ერთბაშად 7-მა ქართველმა ითამაშა "ბიარიცისა" და "ორიაკის" შეხვედრაში. ბასკებმა დაძაბულ მატჩში 29:26 მოიგეს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ჯალაღონია. მან ფლანკერის პოზიციაზე 61 წუთი ითამაშა, 51-ეზე ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთს მიჰყვა, თავადაც ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა (მესამე ლელო მიმდინარე სეზონში), რითაც ანგარიში 17:23 გახადა. ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ლუკა აზარიაშვილი, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე ასევე 47-ე წუთზე შევიდა.

"ორიაკის" შემადგენლობაში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ. ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი. მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ჯავახია, ლუკა ნიორაძე კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

მირიან ბურდულის "ვალანსი" "მონტობანს" ეწვია და ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 35:40. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა, 68-ეზე კი თამაშში დაბრუნება მოუწია.

"ოიონამ" 33:27 მოუგო "მონ-დე-მარსანს". გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა კაკაბაძე და ის 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მირცხულავა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

"რუანის" შემადგენლობაში შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ. მისი გუნდი "პროვანსს" დაუხვდა და 21:26 დამარცხდა. "რუანი" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 5 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

rugby.ge

ქომაგი
წარმატებები ბორჯღალოსანო! გისურვებ შენს პოზიციაზე მსოფლიოში პირველი გახდე!
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდნენ [VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან