გუშინ ლენტეხში ლეგენდარული მორაგბის, ქუთაისის "აიას" (კაპიტანი) შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონის და თასის მფლობელის, "ბორჯღალოსნების" პირველი კაპიტნის, ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.

მასში დასავლეთ საქართველოს 13 წლამდე მორაგბეთა 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ფესტივალს ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გია) ონიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველანი.

ლენტეხში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, გამგეობის თავმჯდომარე და ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავა, ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, რეგიონული განვითარების დირექტორი გაიოზ მონიავა, ვეტერანი "ბორჯღალოსნები" გია ლაბაძე (ბავშვთა რაგბის განვითარების კურატორი) და გიორგი ნემსაძე, ასევე - ოლეგ ლიპარტელიანის მეგობრები, "აიას" ძველი თაობის მორაგბეები.

ფესტივალის დასასრულს ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" ბავშვებს სამახსოვრო სიგელები, სათამაშო ბურთები, ჟურნალ rugby world Georgia-ს პირველი ნომრები და მაისურები გადასცეს.

სამომავლოდ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივ სპორტსმენებს მოსამზადებლად უკეთესი პირობები ექნებათ.

იოსებ ტყემალაძე: „ოლეგ ლიპარტელიანი სიკეთის, სიყვარულის და წესიერების განსახიერება იყო. დღეს ამ დიდებული ადამიანის დღეა – მისი სახელობის ფესტივალი ჩატარდა. აქ არიან მისი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ისინი იხსენებენ, როგორი სიყვარულით იზრდებოდნენ და სწორედ ასე მიაღწიეს დიდ შედეგებს. ბატონი ოლეგის სახით, ამ ბავშვებს მისაბაძად კარგი მაგალითი ჰყავთ. ჩვენი მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით, არაფერს დავიშურებთ, რათა ბავშვებს უკეთესი სავარჯიშო პირობები ჰქონდეთ“.

„ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს ადგილი უნიკალურია სპორტული ტურიზმისთვის და ამ კუთხითაც აუცილებლად ვიმუშავებთ. დღეს აქ ჩემთან ერთად არიან ლეგენდარული "ბორჯღალოსნები" – დავით კაჭარავა, გია ლაბაძე და გიორგი ნემსაძე. მათი უშუალო კონტაქტი ამ პატარა მორაგბეებთან უმნიშვნელოვანესია. ლეგენდები, რომლებსაც ტელევიზორში უყურებდნენ, პირადად აჯილდოებენ მათ, სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერთობით, დიდი შედეგებისკენ დავიწყებთ სვლას“.

გია ონიანი: „აქ მყოფ სტუმართაგან არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სმენია ამ ლეგენდარული მორაგბის სახელი. ის ფლობდა ყველა რეგალიას, რომელიც მისი თაობის დროინდელ რაგბიში არსებობდა. არ არსებობს ქვემო სვანეთში ადამიანი, რომელიც არ ამაყობდეს ოლეგ ლიპარტელიანის ლენტეხური წარმომავლობით. რაგბის განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მე გისურვებთ, ისეთივე სახელოვანი და წარმატებულები ყოფილიყავით, როგორიც ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ“.

თორნიკე გოგებაშვილი: „დღეს ლენტეხში კიდევ ერთი სარაგბო ზეიმის მომსწრენი გავხდით. შესანიშნავი დღეა აქ მყოფი თითოეული ბავშვისთვის და სტუმრისთვის. ოლეგ ლიპარტელიანი ლეგენდარული ადამიანი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივ სპორტს და მისი საქმის გასაგრძელებლად, ამ ლოკაციაზე ხარისხიანი სარაგბო ბაზის მოწყობა იგეგმება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს პროცესი უმოკლეს პერიოდში დასრულდეს, ბავშვებს უკეთესი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ლიპარტელიანის დარი სპორტსმენები აღვზარდოთ".

გია ლაბაძე: „უკვე ტრადიციად იქცა და ლენტეხში ყოველ წელს იმართება ბატონ ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ეს ისტორიაა, წარსულის ცოდნა კი მომავალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესია. მე ამ ფესტივალს პირველად ვესწრები და მოხიბლული ვარ აქაური გარემო-პირობებით. აქ არის სპორტული სკოლა, მოედანი, რომელიც უახლოეს პერიოდში განახლდება და კიდევ უფრო უკეთესი გახდება. რეგიონებში სპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესი საქმეა და მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ კუთხეს ახალი, მაღალი დონის სპორტული ბაზა ექნება“.

rugby.ge

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად