ფორმულა 1-ის მორიგი საღამო კატარში გაიმართა. იმ შემთხვევაში თუ "რედ ბულის" ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი 1 ქულას მოიპოვებდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდებოდა და ეს ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში მაქსმა მე-2 ადგილი დაიკავა, 7 ქულა მოიპოვა და დასახულ მიზანსაც მიაღწია.

100 კილომეტრიან სპრინტში მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა ოსკარ პიასტრიმ გაიმარჯვა.

სტარტზე მდგომმა ოსკარ პიასტრიმ ბოლიდი კარგად დაძრა, ჩინებულად აჩქარდნენ ჯორჯ რასელი (მერსედესი), კარლოს საინსი და შარლ ლეკლერი (ორივე ფერარი), მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) და ლანდო ნორისმა კი პოზიცია-პოზიციაზე დათმეს.

მეხუთე წრემდე ორი პილოტი ლოგან სერჯენტი (უილიამსი) და ლიამ ლოუსონი (ალფა ტაური) გამოეთიშნენ, რის გამოც 2-ჯერ უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა გახდა საჭირო, რამაც ტრასაზე მყოფი ბოლიდების საბურავების ტემპერატურის ცვალებადობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი რბოლას უფრო და უფრო საინტერესოს ხდიდა. მე-11 წრეზე საშუალო ტიპის საბურავი ამუშავდა, რის შემდეგაც ოსკარ პიასტრიმ დაკარგული პოზიცია რასელისგან დაიბრუნა.

იმავე წრეზე ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი), სერხიო პერესი (რედ ბული) და ესტებან ოკონი (ალპინი) ერთმანეთს შეეჯახნენ, სამივე პილოტმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

რბოლა მე-14 წრეზე განახლდა, ფერსტაპენმა რასელიც ჩამოიტოვა, თუმცა ბოქსებიდან განუცხადეს, რომ არ გაერისკა ნიდერლანდელს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლიდის ფინიშამდე მიყვანა იყო.

ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი შემოგვთავაზა მაკლარენის ინგლისელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა, რომელმაც ერთდროულად ორი ფერარი რამდენიმე მოსახვევში გადაასწრო, ბოლო წრეზე კი ჯორჯ რასელიც ჩამოიტოვა და სამეულში დაბრუნდა.

ორივე ფერარის ჩამოტოვება ლეგენდარულმა ლუის ჰამილტონმაც მოახერხა და მე-12 ადგილიდან დაწყებული რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა.

მთავარი რბოლა კი ხვალაა, მაქს ფერსტაპენი მსოფლოს ჩემპიონი გახდა.

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს