საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება ახალი მწვრთნელითა და გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 22 კანდიდატს უხმო, საიდანაც მოახლოებული მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 23 თებერვალს ქალაქ ნესტვედში დანიას დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში თბილისში სერბეთს უმასპინძლებს.

ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ემზადება. ლეგიონერებიდან თბილისში მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილი და დუდა სანაძე იმყოფებიან, რომლებსაც ტრავმა ბოლომდე არ აქვთ მორჩენილი და როგორც მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ისინი დანიასთან ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხებათ თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, მათი კლუბები თასის გათამაშებაში მონაწილეობენ და ეროვნულ გუნდში მათი წამოსვლა შედეგებზეა დამოკიდებული. თუკი მათი კლუბები მომდევნო ეტაპებზე გადავიდნენ, კლუბში თამაში მოუწევთ და ჩვენს ეროვნულ გუნდს პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან. არადა, თბილისში ჩამოვლენ და სკანდინავიაში ალეკსანდარ ჯიკიჩის რაზმთან ერთად გაემგზავრებიან.

ნაკრებს დანიაში შეუერთდება ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე ბექა ბურჯანაძე. “ლეიმა კორუნას” წევრი თბილისში ვერ ჩამოდის, რადგან მის გუნდს 18 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ელის.

რაც შეეხება ახალ ამერიკელ ლეგიონერს, ჯო ტომასონს, მისი ჩამოსვლა შეკრების პირველივე დღიდან იგეგმებოდა, თუმცა, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა, მას შემდეგ თელ-ავივის “მაკაბიში” გადავიდა და 16 თებერვალს თამაში უწევს, რის შემდეგაც, 17 თებერვალს, თბილისში ჩამოვა.

ნაკრებში გამოძახებულ 22 მოთამაშესთან ერთად თბილისში იმყოფება 4 ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებიც მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით ეროვნულ გუნდში ვარჯიშობენ. მათე ხატიაშვილი (15 წლის), ავთო ბახტაძე (16), ლუკა ალავიძე (19) და გუგა ნაცვლიშვილი (19) საზღვარგარეთის კლუბებში თამაშობენ, რომლებიც სპეციალურად სანაკრებო ვარჯიშებისთვის, კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ჩამოვიდნენ.

საქართველოს ნაკრები თბილისში 19 თებერვლამდე მოემზადება, ხოლო 20-ში გეზს დანიისკენ აიღებს, სადაც დედაქალაქ კოპენჰაგენიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ნესტვედში დაბინავდება. პროვინციული ქალაქი დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს 23 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განხორციელდება.

GBF.GE

გია
ბულაშვილი რატო არ მოიწვიეთ, თუ ვერ დააკმაყოფილებდა მწვრთნელი ისედაც გაუშვებდა, მე ეს გამახსენდა კიდევ არიან უკეთესები, მაგრამ არ ვიცით, ჩვენ ჩემპიონათში მოთამაშეებით გინდათ დანიის დამარცხება.რა ხდება ბეჟანიშვილთან დაკავშირებით მას არ უნდა აქ თამაში თუ შეთავაზება არ მიუღია, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს პასუხები.სათუოა წელს ვითამაშოთ ევრობასკეთზე.
სიმართლე
ისე მიდის საქმე რომ წავაგებთ დანიასთან (სერბეთთან ლაპარაკიც ზედმეტია). დანიელები საგულდაგულოდ ემზადებიან და ლუნდბერგ-შილდსის დუეტიც საუცხოო ფორმაშია, ხოლო ჩვენ ვინც უნდა გვყოლოდა ისინიც ვერ გვეხმარებიან (რატის და დუდას ვგულისხმობ)
კირკიტა
ვერავინ თუ ვერ ჩამოდის, ტყიბულის გუნდიდან მოიწვიოს კალათბურთელები...
ადამიანი
სპორტალ ჯის საყურადღებოთ მიდგომა კარგია და ასეთი დამოკიდებულება მაგრამ რომ იცოდეთ ფედერაცია სხვებიც თამაშობენ საზღვარგარეთ და ფედერაცია არანაირ ინფორმაციას არ იძიებს თქვენც მაინც მოიძიეთ და დაანახეთ ქართველ ხალხს ის წარმატებული ბავშვები ვისაც პატრონი არ ყავს. სპორტულ ჯი მოიკითხეთ საქართველოდან სხვა ბავშვებიც და გაგვაცანი საზოგადოებას
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრება ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია