"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა შოტლანდიაში "ედინბურგთან" გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა - ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს რიჩარდ ქოქრილის შეგირდები Hive Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე გამართავენ.

სამი ტურის შემდეგ "შავი ლომი" ერთი მოგებითა და ორი მარცხით, ჯამში 4 ქულით მეექვსე ადგილზეა, "ედინბურგმა" კი ორი მოგებითა და ერთი მარცხით 11 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილს იკავებს. გასულ უქმეებზე "შავმა ლომმა" ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ "ბაიონას" უმასპინძლა და დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში 16:41 დათმო, ხოლო "ედინბურგმა" კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ "ვანს" 29:25 სძლია და 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.

"ბაიონასთან" მატჩის შემდეგ შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ვასილ კაკოვინი და ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებენ. ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, მეორე ხაზის წყვილმა - მიხეილ ბაბუნაშვილმა და გურამ ღანიაშვილმა, ასევე მესამეხაზელებმა - სანდრო მამამთავრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ და ლუკა ივანიშვილმა.

ხაზში ამჯერად თამაშს იწყებენ ცენტრი იოანე მეტრეველი და ფრთა შალვა აფციაური. მეტრეველს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება, ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა დადგებიან.

მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ, ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ, ჰავბეკმა დავით ხუროშვილმა და ფრთა ალექსანდრე თოდუამ. დამწყებებიდან მარქაფაში გადაინაცვლეს ბურჯმა გიორგი ჩხარტიშვილმა და ფრთა ამირან შვანგირაძემ. მარქაფაში გამოჩნდა მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. მეოთხე რაუნდი

19 იანვარი. კვირა.

ედინბურგი. Hive Stadium. 17:00 საათი

ედინბურგი (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. დემურ ეფრემიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. ამირან შვანგირაძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

სიმართლე
ნუ შეგვჭამეთ რა ამ თქვენი შავი (ცისფერი უფროა) ლომით... ისედაც ზედაპირზე დევს რაც არიან - გამომივიდნენ რა ელიტის მსურველები
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ქართული ლეგიონი: "ვულკანები" ისევ მოქმედებენ
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში
ქუთაისის "აიას" მორაგბე ფრანგულ "ოშში" ჩაირიცხა
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა