ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „სენტ-ეტიენი“ 6:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგებლობაში იყო. მატჩი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, რომლის გადაცემულ ბურთს სტასენმა თავით საფონოვის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. შემდეგ რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა გაათანაბრა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.
შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ უკვე სრულად დომინირებდა - ხვიჩამ ლამაზი ფინტით ნადე ჩამოიცილა და ლარსონეს გაუტანა. მერე მეტოქის კარი დუემ დალაშქრა. ცოტა ხანში „კვარამ“ შორიდან ვერ მოახერხა გატანა, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მერე ნევესმა ანგარიში გაზარდა, ზურიკოც შეცვალეს და „კვარაც“, დუემ დუბლი შეასრულა, 17 წლის მბიემაც გამოიჩინა თავი და პარიზელებმა მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
29.03.25. კვარაცხელიას გოლი სენტ-ეტიენთან
პსჟ 71 ქულით ლიდერია, შეიძლება დღესვე გახდეს ჩემპიონი და მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს ჩაატარებს - საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ლილში „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.
„სენტ-ეტიენს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 6 აპრილს „ლილს“ ესტუმრება. გასათვალისწინებელია, რომ დავითაშვილის გუნდს "მონპელიესთან" ჩაშლილი მატჩის გამო, ალბათ, 3 ქულა დაემატება და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - პსჟ 1:6
გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ), 1:2 კვარაცხელია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნევეში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბაიე (90)
სოსო
ორივემ შეასრულა საგოლე მოქმედება და ეს კარგია,მაგრამ სენტ ეტიენი პირველი გოლის შემდეგ მთლიანად იშლება და დაცვის გამოსასწორებლად მგონი თითსაც არ ატოკებენ.ჩემპიონატში უკვე 15 პენალტი აიკიდეს და აქედან უმეტესობა,თითქოს ძალად აკიდებულს ჰგავს.თითქმის არაფერი საფრთხე არ ემუქრება მათ კარს და მცველები უაზრო დარღვევებს აკეთებენ.პრინციპში, წუხანდელი პენალტიც თითქმის ამ კატეგორიაში შედის და მეორე ტაიმში, საერთოდ საერთოდ შეწყვიტეს თამაში.გუნდს ლიდერი არ ჰყავს,რომელიც გუნდს დამუხტავს და ამიტომ,ცხვრის ფარად გადაიქცევიან ხოლმე,პირველივე ფეხის დაცდენაზე.გუნდში რა ვითარებაა მე საიდან მეცოდინება,მაგრამ ამ დემორალიზებულ და დეკვალიფიცირებულ დაცვას რომ ვუყურებ,შესაძლოა მათ ნაცვლად,ახალგაზრდა ბიჭების დაწინაურება სჯობდეს.ათეული წლების წინ,როგორც წამიკითხავს,თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდის წარუმატებელი თამაშების შემდეგ,ერთერთ,პირველი ტაიმის შემდეგ,თითქოს უკვე წაგებული თამაშის მეორე ტაიმში,გამწარებულმა მწვრთნელმა მთლიანად დუბლშემადგენლობის ახალგაზრდობა შეიყვანა მოედანზე და ის თამაში მოიგეს,მერე კი,ჩემპიონატიც ღირსეულად ჩაამთავრეს და ისინი გახდნენ ძირითადის მოთამაშეები.ცხადია,რომ მაგ დაცვის ხელში,გუნდი გასავარდნადაა განწირული და რას ჰკარგავენ?იქნებ ამან გაამართლოს.შემადგენლობიდან ამოვარდნის რეალურ საფრთხეს რომ დაინახავენ,ვინც ახლა თამაშობენ,მაგათაც შეიძლება ხელი გაატოკონ და საბოლოო ჯამში,გუნდი ლიგაში დარჩეს.
ჟორა გაბრიჭიძე
გოლი დიდებული იყო, მინიმუმ კიდევ ერთის გატანა მართებდა.
G.LA
ჩვენი მამლუქები. ხვიჩა და გოჩა. ❤️
Pepelu
კვარა არის საოცრება!!!! სუფთა ხალასი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა გაერთიანებულია ამ ბიჭში!!! ხვიჩა შენ ხარ სუპერვარსკვლავი!!!
Რაგბის ფანი
ადმინ, ნინიაშვილი კვარას დონის ვარსკვლავია რაგბიში. იმედია დაპოსტავ რაც მოხდა.
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ზურიკო VS ხვიჩა - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
"სენტ-ეტიენი" - პსჟ. შემადგენლობები ცნობილია
ზურიკოს საგოლე პასი - "სენტ-ეტიენის" და პსჟ-ს პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]
დავითაშვილმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ?
ლუის ენრიკე: ეს დაუშვებელია - ყოველთვის სიტუაციის გამოსწორებას ვერ შევძლებთ
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა