ახალი "მარაკანა" და ძველი საფრთხე
ახლად გარემონტებული "მარაკანა", რომელზეც მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ჩატარება იგეგმება, 1 ივნისს ბრაზილია-ინგლისის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს, არადა, საკითხს დიდი კითხვის ნიშანი დაესვა მას მერე, რაც ხუთშაბათს საღამოს რიო დე ჟანეიროს საქალაქო სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლე ადრიანა კოშტა დუშ სანტუშმა პროკურატურის განცხადება დააკმაყოფილა და აღნიშნული მატჩის ჩატარება აკრძალა.

როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მიზეზი იყო ის, რომ შესაბამის სამსახურებს საჭირო დრომდე არ ჰქონდათ წარდგენილი ოფიციალური დასკვნა, სტადიონის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

რიო დე ჟანეიროს ადმინისტრაციამ სასწრაფოდ გაავრცელა განცხადება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აპელაციის წესით ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრებდა. მათი მტკიცებით, "მარაკანას" ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო დოკუმენტები მზად იყო და პრობლემა მხოლოდ ბანალური ბიუროკრატიული დაუდევრობის შედეგი გახლდათ, რის გამოც ხუთშაბათამდე მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული იყო 29 მაისს გამართული კათოლიკური სადღესასწაულო ღონისძიებაც. სააპელაციო სასამართლოში ქალაქის ხელმძღვანელთა სარჩელს მხარი დაუჭირა ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამაც.

"მარაკანაზე" დასასწრები 78 ათასივე ბილეთი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა. ასე რომ, აპელაციის დაკმაყოფილების შემდეგ მთელი ბრაზილია ხმაურიან საერთაშორისო სკანდალს გადაურჩა. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების მძიმე მდგომარეობა. ამ თემაზე ფიფაში უკვე დიდი ხანია ხმამაღლა ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეს ლეგენდარული სტადიონის გახსნის მეორე მცდელობაა. პირველად 15 მაისს თამაში წყალგაყვანილობის მსხვილი მილის დაზიანების გამო გადაიდო.

იქამდე, ვიდრე თამაშის ჩატარება-არჩატარების ამბავი გადაწყდებოდა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა დროს უქმად არ დაკარგეს და რიოს პლაჟზე მცხუნვარე მზეს მიეფიცხნენ. ბრაზილია-ინგლისის ამხანაგური მატჩი ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებისთვის უკანასკნელი რეპეტიციაა კონფედერაციის თასის გათამაშების (15-30 ივნისი) დაწყებამდე. კუნძულელები კი ამის შემდეგ დამსახურებულ შვებულებებში გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი-ირლანდია 1:1: უშიშარი კელტები "უემბლიზე"

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
ᓛᓝᓣᓠᓘᓜᓘᓝᓡ ᓡᓐᓧᓕᓐᓠᓔᓚᓘ ᓙᓐᓪᓘ ᓐᓜᓣ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓝᓛᓐᓜᓘ ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓣᓠᓐᓓ
ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი: სეზონი ზღაპრულად დავასრულე, "მარაკანაზე" გოლით
ნეიმარი: ისტორიული ფინალი გველის
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ინგლისელებს დომინირების უფლება მივეცით [VIDEO]
კორონავირუსის გამო "მარაკანას" ფუნქცია შეუცვალეს
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს
ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები
სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები
სამი ადამიანი, რომელმაც "მარაკანას" გაჩუმება შეძლო