23 თებერვალს, მე-8 ტურში ქართველი დიდოსტატი სვიდლერს ეთამაშება

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა ფიდეს მსოფლიო გრან პრის მესამე რაუნდში მონაწილეობს, რომელსაც თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" მასპინძლობს.

პირველ ოთხ ტურში ჩვენებურმა სამი პარტია დათმო და მხოლოდ ერთ მეტოქეს დაუზავდა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბაადური გააქტიურდა - ზედიზედ სამ ტურში 2,5 ქულა მოაგროვა: მე-5 ტურში თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი დაამარცხა. ამავე ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1:0, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი)-ლენიერ დომინგესი (კუბა) 0:1, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5, დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5.

მე-6 ტურში ჯობავა (შავი ფიგურებით) და ანიშ გირი დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: მამედიაროვი-იაკოვენკო, დომინგესი-ტომაშევსკი, ვაშიე-ლაგრავი-კასიმჯანოვი. ორი პარტია კი შედეგიანი გამოდგა: რაჯაბოვი-გრიშჩუკი 1:0, სვიდლერი-ანდრეიკინი 1:0.

გუშინ მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯობავა თეთრებით დომინგესს ეთამაშებოდა. ქართველმა დიდოსტატმა ამჯერადაც ჩვეული შემართებით ითამაშა, თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა და 66-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.

დანარჩენი პარტიები: კასიმჯანოვი-რაჯაბოვი 0,5:0,5, ანდრეიკინი-ვაშიე ლაგრავი 0,5:0,5, ტომაშევსკი-სვიდლერი 0,5:0,5, იაკოვენკო-გირი 1:0, გრიშჩუკი-მამედიაროვი 0:1.

შვიდი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 5, იაკოვენკო - 4,5, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი - 4-4, დომინგესი, გირი, მამედიაროვი - 3,5-3,5, ჯობავა, გრიშჩუკი, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 3-3, ანდრეიკინი - 2 ქულა.

დღეს, მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: რაჯაბოვი-მამედიაროვი, გირი-გრიშჩუკი, დომინგესი-იაკოვენკო, სვიდლერი-ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი - ტომაშევსკი, კასიმჯანოვი-ანდრეიკინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში