პედრო, დონალდო, ფუტკარი და კომპანია
ინგლისის პრემიერლიგაში საინტერესო ამბებით გაჯერებული შაბათ-კვირა იყო. გუნდებმა ტურის ცენტრალურ მატჩამდეც არ მოგვაკლეს სანახაობა, რომელიც წუხელ გაიმართა "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის. ვიხილეთ 7-გოლიანი თრილერი და სეზონის პირველი ჰეთ-თრიკი. როგორც იქნა, მოიგო "ჩელსიმ", მაგრამ დიდი გაჭირვებით. "სიტი" ისევ არ უშვებს და იტანს... მოკლედ, სათქმელი ბევრია და უიქენდის (და არა ტურის) სიმბოლური ნაკრებიც მზად არის.

მეკარე

ჯეკ ბატლენდი (სტოკი)

გრემ დორანსის, კამერონ ჯერომისა და ნათან რედმონდის დარტყმების მოგერიება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ამ ნიჭიერ გოლკიპერს "სტოკისათვის" ქულა გადაერჩინა. ბატლენდი რომ არა, ჯერაც მოუგებელი სტოკელები დამარცხდებოდნენ.

გუნდში ამდენი ძვირფასი ახალი ფეხბურთელის გამოჩენისა და ძირითადი გოლკიპერის, ასმირ ბეგოვიჩის წასვლის მერე ყველაზე პრობლემატური, ერთი შეხედვით, სწორედ მეკარის პოზიცია უნდა ყოფილიყო. არადა, რეალურად, ყველაზე საიმედო სწორედ გოლკიპერია. ბატლენდი სეზონს ძალიან კარგად იწყებს, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით.

მცველები

სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი)

ასპილიკუეტას რეაქტიულობა, მოუსვენრობა და მართლაც დაუღალავი შრომა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რატომ უყვარს ჟოზე მოურინიოს ეს ფეხბურთელი და რატომ ვერ მოიკიდა "ჩელსიში" ფეხი ფილიპე ლუიშმა. "ვესტ ბრომვიჩთან" მან უკვე გოლის გატანაც მოახერხა და ყველანი პედროს ბრწყინვალე დებიუტზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად გამარჯვების სწორედ ასპილიკუეტას გოლი გამოდგა.

ვენსან კომპანი (სიტი)

მესამე ტურში მესამე გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩვენ ისევ უნდა მოვახვედროთ სიმბოლურ გუნდში, რადგან ბელგიელი კვლავ უზადო იყო. "ევერტონმა" "სიტის" გემრიელი ბრძოლა გაუმართა და ის, რომ "კანფეტებს" სიმწვავე აკლდათ და ბოლო მომენტში ვეღარაფერს ახერხებდნენ, დიდწილად სწორედ კომპანის დამსახურებაა. "ქალაქელების" კაპიტანი ჯერჯერობით შეუდარებელია.

ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი)

ახლა სტივ მაკლარენი, ალბათ, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არგენტინელის შენარჩუნება და მისთვის კაპიტნის სამკლავურის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო. გარდა იმისა, რომ გამოცდილმა მცველმა ერთი-ორჯერ პირადად გადაარჩინა "ნიუკასლი" გაშვებულ ბურთს (მაგალითად, მაშინ, როდესაც ანტონიო ვალენსიას დარტყმულს გადაეღობა), იგი ჩვეული შემართებით მუხტს აძლევდა თანაგუნდელებს და დაცვის ბურჯი, გუნდის ქარიზმატული ლიდერი იყო. "ოლდ ტრაფორდზე" კარის მშრალად შენახვა ადვილი არ არის და კოლოჩინიმ ამაში ლომის წილი დაიდო.

ალექსანდრ კოლაროვი (სიტი)

მანუელ პელეგრინი ხედავს, რომ სერბი კარგ ფორმაშია და მას ძირითად შემადგენლობას არ აცილებს. ჩილელი სპეციალისტის ნდობა და მოლოდინი კოლაროვმა "ევერტონის" კარში ეშმაკური და უმნიშვნელოვანესი გოლის გატანით გაამართლა, იმ უდიდეს სამუშაოს რომ შევეშვათ, რაც მინდორზე გასწია. ეს ბურთი რომ არა, ვინ იცის, როდის შეძლებდა და საერთოდ შეძლებდა თუ არა მანჩესტერული გუნდი ყოჩაღად მოთამაშე "ევერტონის" გატეხვას.

ნახევარმცველები

ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი)

ძალიან იღბლიანი და მაგარი უნდა იყო, რომ "ჩელსის" ორი გოლი გაუტანო, თანაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსის". შოტლანდიელმა ეს მოახერხა, თანაც ეფექტურად. ძალიან უიღბლო უნდა იყო, რომ მიუხედავად ორი გოლისა, წააგო და გახსოვდეს, რომ 0:0-ზე პენალტი ვერ გამოიყენე. თუმცა, ასეა თუ ისე, მებრძოლმა შოტლანდიელმა საუცხოო მატჩი ჩაატარა, რომელიც მარცხის მიუხედავად, არასოდეს დაავიწყდება. იგი ყველგან იყო და გაცუდებული პენალტის მერეც არ დანებებულა. "მამაც გულს" ახლა რომ იღებდნენ, მელ გიბსონის ნაცვლად უილიამ უოლასს მორისონი ითამაშებდა.

დავიდ სილვა (სიტი)

წინა სეზონის შემხედვარე, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ "სიტი" ასე ყოჩაღად და მძლავრად დაიწყებდა. "ქალაქელების" წარმატების მთავარი მიზეზთაგანი კი დავიდ სილვაა, რომელმაც სამივე შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ესპანელი ძალიან ბევრ შავ სამუშაოსაც ასრულებს, იგი ფუტკარივით შრომობს.

რიად მაჰრეზი (ლესტერი)

გინდა წინ ორი ფორვარდი დაუყენე, გინდ მეტოქედ "ტოტენჰემი" გამოუყვანე, მაჰრეზი მაინც შეუჩერებელია. "მელიების" მხრიდან გოლი ისევ ალჟირელმა გაიტანა და კიდევ ძელსაც გაარტყა. მან ლესტერშირელებს ქულა მოუტანა, ხოლო თავად 3 მატჩში 4 გოლით ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ეს სეზონის საოცნებო სტარტია.

თავდამსხმელები

პედრო (ჩელსი)

თუკი ვინმეს კითხვა ჰქონდა პედროს "ჩელსიში" გადასვლასა და მის პერსპექტივაზე, იმაზე, რამდენად მოერგებოდა ესპანელი ახალ გუნდსა და მწვრთნელს, რომელთანაც, როგორც წესი, დაპირისპირებული იყო, პედრომ ძალიან მარტივად და 30 წუთზე ნაკლებ დროში გასცა პასუხი.

ექსბარსელონელი ისეთი აქტიური და ჟინიანი გახლდათ, თითქოს, ჩემპიონატი არც შეეცვალოს და პრემიერლიგაში ათამაშება ძალიან ადვილი იყოს. პედრომ გაიტანა, გაატანინა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა. მან ჟოზე მოურინიოს პირველი და უაღრესად საჭირო 3 ქულა მოუტანა.

დიეგო კოშტა (ჩელსი)

ესპანელს ბევრს აკრიტიკებდნენ. ის უხასიათოა, გოლების გატანას მოუკლო, პირველ ორ ტურშიც ბევრი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, განსაკუთრებით უსუსური კი "სიტისთან" გახლდათ, სადაც ამის გადაფარვას გაუთავებელი კინკლაობით ცდილობდა. თუმცა "ალბიონთან" დიეგო კოშტამ თავისი საოცარი შრომისუნარიანობა გამოავლინა და იგი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო გახლდათ.

კალუმ უილსონი (ბორნმუთი)

ამ ფეხბურთელმა წინა სეზონში ჩემპიონშიპში 20 გოლი გაიტანა და "ალუბლების" მთავარი იარაღი იყო. თუმცა უილსონს ოცივე ბურთი დაავიწყდებოდა, მას მერე, რაც "ბოლეინ გრაუნდზე" სამჯერ გაისროლა "ვესტ ჰემის" კარში და მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზა, ხოლო "ბორნმუთს" პრემიერლიგაში სადებიუტო გამარჯვება მოაპოვებინა.

მოგებას პლუს ჰეთ-თრიკი ნამდვილად მსუყე, ნოყიერი და გემრიელი ტორტის თავზე მოქცეული ალუბალია, რომელიც ყველაფერს სხვაგვარ ელფერსა და გემოს სძენს. ის, რომ "ჩაქუჩების" მცველები სასაცილოდ გამოიყურებოდნენ და კოშმარული მატჩი ჩაატარეს, უილსონის მიღწევას არც ერთი წამით არ აკნინებს. ეს ბიჭი თავს, ალბათ, კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
მანუელ პელეგრინი: მე ერთი ქულითაც კმაყოფილი ვარ [VIDEO]
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს
"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
ევრო 2016-ის ამბები: ვისაც სურს, საფრანგეთის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ითამაშოს, გააზიარეთ!
ამხ. მატჩები: სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]
ხვიჩა დემბელეზე უკან; ჰაუგეზე, სანესა და პულიშიჩზე წინ!
სავარაუდოდ დიეგო კოშტა სათამაშოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება
ლუის სუარესის პირველი ჰეთთრიკი "ენფილდზე"
"ბაიერნმა" კომპანის გარანტიები მისცა - ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს
ლუის ენრიკეს პედრო როდრიგესის "ბარსელონაში" დაბრუნება არ სურს
პედრომ კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა - "ლაციომ" "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]
"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე
ალექსანდრ კოლაროვი: სალაჰი? ჩვენ მესი შევაჩერეთ
დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს
პედრო თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსში" გადაბარგდება?
ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა
პედრო: თუ "ბარსელონა" დამიძახებს, ყველაფერს მივატოვებ
ალექსანდრ კოლაროვს "ლაციოს" ფანების რისხვა არ აცდება
ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?
"ბაიერნი" კომპანისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
The Times: დიდი მატჩი საქართველოში
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
კომპანი "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
კომპანი "ბაიერნის" ჩაბარებასთან ახლოსაა
ალექსანდრ კოლაროვი: ფანებს ფეხბურთში ბევრი არაფერი ესმით
The Telegraph: "სიტი" ზაფხულში 6 ფეხბურთელს გაყიდის
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა
"გენიოსი ვარ!" - "ჩელსისთან" ბრწყინვალე შეცვლების გამკეთებელმა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილება ვერ დამალა
"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი