"რეალის" თავკაცმა პედრო ლეონი და ფერნანდო გაგო "სევილიასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველები პედრო ლეონი და ფერნანდო გაგო "სევილიასთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. მოურინიომ ლეონი და გაგო გასახდელში ჩხუბისთვის დასაჯა, რომელიც მოთამაშეებს შორის ვარჯიშის შემდეგ მოხდა.

კონფლიქტის მიზეზი ორმხრივი თამაშის დროს გაგოს უხეში თამაში გახდა, რომელმაც ლეონის უმაყოფილება გამოიწვია. ნახევარმცველების გაშველება თანაგუნდელებს მოუხდათ.

ლეონის "რეალის" წინასამატჩო განაცხადში ვერ მოხვედრა პირველი შემთხვევა არაა. პირველად მოურინიომ ლეონი განაცხადში 28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფრანგულ "ოსერთან" არ შეიყვანა. მაშინ მასმედიაში დაიწერა, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტმა გამოიწვია. მოურინიომ "ოსერთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლეონი მარადონა არაა, ამიტომ შემადგენლობაში მისმა არყოფნამ ბევრი კითხვა არ უნდა გააჩინოს.

"რეალმა" "სევილიას" პირველი მატჩი სტუმრად 1:0 მოუგო. "რეალისა" და "სევილიას" ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებულს, ფინალში დიდი ალბათობით "ბარსელონა" შეხვდება, რომელმაც პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ალმერია" 5:0 გაანადგურა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის