"ბარსელონას" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ სამი სეზონის განმავლობაში სამი ტიტულის მეორედ მოგება კლუბს რეალურად ძალუძს
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ სამი სეზონის განმავლობაში სამი ტიტულის მეორედ მოგება კლუბს რეალურად ძალუძს.

2008/09 წლის სეზონში "ბარსა" პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში პრიმერადივიზიონიც მოიგო, ესპანეთის თასიც და ჩემპიონთა ლიგაც.

კატალონიური გუნდი უკვე გასულია "კოპა დელ რეის" ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" ხვდება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც "არსენალს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება პრიმერადივიზიონს, მას "ბარსელონა დამაჯერებლად ლიდერობს.

"ვიცით, რომ კიდევ ერთხელ სამი ტიტულის მოგება რთული იქნება, მაგრამ კარგია, რომ იმედი გვაქვს და ამაზე ვფიქრობთ. ყველაფერი რთულდება, მეტოქეები უკეთ გვიცნობენ და სიძნელეებს ვაწყდებით. ამიტომ, ჩვენი თამაშის ახალი გზები უნდა ვეძებოთ", - აცხადებს ინიესტა.

ინიესტამ დასძინა, რომ ის და მისი თანაგუნდელები იმედგაცრუებას განიცდიან იმ შემთხვევაში თუ მომავალი სეზონის ბოლოს გვარდიოლა გუნდთან კონტრაქტს არ გააგრძელებს.

"ყველას გვინდა, რომ მან "ბარსელონაში" მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ ამისთვის კლუბისა და მწვრთნელის შეთანხმებაა საჭირო", - ამბობს ინიესტა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის