მეცხრე დანის მფლობელი დიდოსტატი თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა
27 აპრილიდან, ხუთი დღე, თბილისს კარატეს ლეგენდარული იტალიელი დიდოსტატი - ანტონიო ოლივა სება სტუმრობდა და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა.

კარატეს ცოცხალი ენციკლოპედია მეცხრე დანის მფლობელია და იგი ჩვენს ქვეყანაში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა.

"გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში მისი კლასის დონის გამო ანტონიო ოლივა მხოლოდ უმაღლესი რანგის მიწვევებს იღებს. სენსეი ანტონიო ესპანელი წარმოშობის ოსტატია და ამავე დროს, კარატეს და სხვა საბრძოლო ხელოვნებათა პროფესორი.

დიდოსტატი თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნებაში - ძიუდო, ფარიკაობა, კიკბოქსინგი, ტაეკვონდო და, რა თქმა უნდა, კარატე და ა.შ. - სემინარებს ატარებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მისი სწავლების ძირითადი მიმართულებაა ტაქტიკა-სტრატეგია, ბრძოლის ანალიზი და ფსიქოლოგია, ასევე, სრული ფიზიკური მომზადება.

ჩვენი ფედერაცია საქმიანად გამოეხმაურა საქართველოს სპორტის სამინისტროს და სპეციალური ლიცენზირების პროგრამები დაიწყო.

მომდევნო გაზაფხულზე კვლავ იგეგმება მაესტროს თბილისში ჩამოყვანა, რაც დადებითად აისახება ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელების მომზადების ხარისხზე. მაესტრო წლევანდელი სწავლების პროგრამას, რომელიც მან ყველა კატეგორიის მწვრთნელებს და ინსტრუქტორებს დაუტოვა, გაისად ჩაიბარებს გამოცდების რეჟიმში.

მადლობა საქართველოს სპორტის სამინისტროს კარატეს მსოფლიოს უმაღლესი რანგის ოსტატის ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის", - განაცხადა სემინარების დასრულების შემდეგ კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა