სანკტ-პეტერბურგში დამთავრდა ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 70 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა
სანკტ-პეტერბურგში დამთავრდა ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 70 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის - ექვსი საქართველოს წარმომადგენელი. მათგან თავი გამოიჩინა გიორგი ჭიღლაძემ, რომელიც მძიმე წონაში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პირველ წრეში მან ფინელ ანტი ლეხმუსვირპის იოლად აჯობა - 5:0. მერე ასეთივე ანგარიშით ჩეხ ტომაშ სალეკს მოუგო, რომელიც სტარტზე ისვენებდა. მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ მძიმე ბრძოლის შემდეგ გზიდან ყაზახი ალბოლდ დაურენული ჩამოიშორა - 3:2. აზერბაიჯანელმა, იაპონელმა და მაროკოელმა არბიტრებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს, ამერიკელმა და კოლუმბიელმა მსაჯებმა კი - აზიელს.

ნახევარფინალში ჭიღლაძემ გერმანელ ფერადკანიან მოკრივე ჰეს რამან ტიაფაკს (გერმანია) მოუგო 4:1 და ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელი რიჩარდ ტორესის მძლეველ ჯასტის ჰუნის (ავსტრალია) დაუპირისპირდა. გადამწყვეტი პაექრობა ქართველმა მოკრივემ 1:4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ოქრო მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს ერგო, მესამე ადგილები ჰეს რამან ტიაფაკმა და რიჩარდ ტორესმა დაიკავეს.

დანარჩენ წონებში პირველ ადგილებზე გავიდნენ: საჩინი (ინდოეთი, 49 კგ), ჰაიატო ცუცუმი (იაპონია, 52), მარკ კასტრო (აშშ, 56), დელანტ ჯონსონი (აშშ, 60), ტეგრულხან ერდემირი (თურქეთი, 64), სადრიდინ ახმედოვი (ყაზახეთი, 69), ვილიამ ჰუტჩისონი (შოტლანდია, 75), დევიდ მორელ გუტიერესი (კუბა, 81), კრისტიან პერო ჯუსტისი (კუბა, 91), ჯასტინ ჰუნი (ავსტრალია, +91).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამინ ელიზბარაშვილი
ამ უზარმაზარ წარმატებას ულოცავ ბატონ გიორგი ჭიღლაძეს, მის მშობლებს,მეგობრებს და მთელ საქართველოს.ის ღირსეული მშობლების ღირსეული შვილია! პატივისცემით: რამინ ელიზბარაშვილი
zviadi
გილოცავ ქართველო ლომო. წინ უფრო დიდი წარმატებები!
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრება ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...
საქართველოს მოკრივეთა გუნდმა უნგრეთის ტურნირში ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
U22. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წარმატებული სტარტი