იანუზაი კოსოვოს სახელით ითამაშებს
21 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ განაცხადა, რომ მომავალში კოსოვოს ნაკრების ღირსების დაცვა სურს. შეგახსენებთ, რომ კოსოვო უეფასა და ფიფას ახალ წევრად მიიღეს. იანუზაის უკვე 6 მატჩი აქვს გამართული ბელგიის ნაკრებში, მაგრამ "მანჩესტერის" ფეხბურთელს სრული უფლება აქვს, კოსოვოს შემადგენლობაშიც ითამაშოს. ბელგიელთა თავკაცი მარკ ვილმოტსი აცხადებს, რომ ფეხბურთელის სურვილს არ შეეწინააღმდეგება.
უელსმა ფორვარდი დაკარგა
უელსის ნაკრებისა და ინგლისის "უოლსოლის" ფორვარდმა ტომ ბრედშოუმ ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ეს უკვე დადასტურებული ცნობაა, რომელიც უელსის ფეხბურთის ასოციაციამ "ტვიტერის" საშუალებით სტარიჯი არ იქნება?
"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მან კუნთი იტკინა და მარტო ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის გამოტოვება კი არა, "დეილი მეილის" ინფორმაციით, შესაძლოა, ევრო 2016-ის გამოტოვებაც მოუწიოს. 26 წლის სტარიჯმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგებიც არ გაუსაჯაროებიათ. თუ სტარიჯი ინგლისს დააკლდება, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე მის ნაცვლად "მანჩესტერის" ფორვარდი მარკუს რაშფორდი წავა, რომელიც გაფართოებულ სიაშია.
... არც დელფი
ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ფაბიან დელფი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს. 26 წლის დელფმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, მან საზარდული იტკინა. ეს ინფორმაცია მკითხველებს "სქაი სპორტსმა" მიაწოდა. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"