2025 წლის ზაფხულის სანაკრებო ფანჯარაში, "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში ორკვირიან ტურნეში გაემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან ტესტ-მატჩამდე ადგილობრივ ფრენჩაიზს, "ტოიოტა ჩიტასს" შეერკინებიან.

შეხვედრა 12 ივლისს ბლუმფონტეინში, "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება. შეგახსენებთ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მცირე დეტალების შეთანხმების შემდეგ საბოლოოდ დადასტურდება, რომ 5 ივლისს საქართველოში ირლანდიას დავუხვდებით, სამხრეთ აფრიკას კი 19 ივლისს ნელსპრუიტში, "მბომბელას" სტადიონზე ვეწვევით.

"ჩიტასთან" თამაში მშვენიერი შესაძლებლობაა "ბოკესთან" ტესტ-მატჩისთვის მოსამზადებლად, ბლუმფონტეინი და "ტოიოტა სთედიუმი" კი შესანიშნავი ადგილი რაგბის სათამაშოდ. მოხარულები ვართ, რომ საკუთარი თავის გამოცდა უდიდეს სარაგბო ქვეყანასთან მოგვიწევს", - განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა.

"ჩიტასი" 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 14-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელზე მოდის. "ტოიოტა ჩიტასმა" თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.

გარდა ამისა, "ჩიტასი" 2006-2017 წლებში სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროოფესიულმა საკლუბო რაგბიმ, "ჩიტასი" "შავ ლომთან" ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

"ჩიტასის" საშინაო არენა "ტოიოტა სთედიუმი" 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის მსოფლიო თასზე მან მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.

Rugby.ge

რეზო
აფრიკასთან გასახურებლად კარგია. ეგაა, მანამდე ირლანდია გვყავს და მანამდე ნწბისმიერ მეტოქესთან თამაში გვჭირდება. პირველი თამაში ჩვენი გაშვებული შანსი იქნებოდა
ხუტა უფროსი
კიდე კაი, ღრუსეთის ჩიტას რო არ ეთამაშეს.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა