ესპანელებმა კორეელებთან გაილაღეს
ავსტრიულ ინსბრუკში ამხანაგური მატჩი გამართეს ევრო 2016-ის მონაწილე რუსეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა. მატჩის დასაწყისში პეტრ ჩეხის შეცდომის წყალობით, ანგარიში ალეკსანდრ კოკორინმა გახსნა.

თუმცა ჩეხეთმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. თავი ტომაშ ნეციდმა გამოიჩინა, რომელიც ადრე რუსეთში (ცსკა) თამაშობდა. მან ჯერ ტომაშ როსიცკის გაატანინა, მერე კი, მატჩის უკანასკნელ წუთზე თავად გაიტანა - 2:1 ჩეხეთის სასარგებლოდ.

"მოგების ემოციები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე დავჩაგრეთ და გამარჯვებას აუცილებლად ვიმსახურებდით. უფრო თანაბარი თამაში იყო. ნეციდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ იგი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად სასტარტოში იქნება. სხვა ფორვარდებიც გვყავს, თუმცა ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვისაა, რომ მათ თავი გამოიჩინონ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჩეხთა თავკაცმა პაველ ვრბამ.

ნოლიტოს და მორატას დუბლებით

ავსტრიულ ზალცბურგში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ქვა-ქვაზე არ დატოვა სამხრეთ კორეის ნაკრებისგან - 6:1. "ფურია როხას" შემადგენლობაში დუბლები მიითვალეს ნოლიტომ და ალვარო მორატამ.

თითო გოლი კი დავიდ სილვასა და სესკ ფაბრეგასის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ნოლიტოს კარგი ფორმა, "სელტას" შემტევმა ესპანელთა წინა ამხანაგურ მატჩშიც (3:1 ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ) დუბლი შეასრულა. კორეასთან მატჩის 55-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 5:0 იყო.

"მშვიდად ვითამაშეთ, ნაკრებმა განსაკუთრებით მხოლოდ პირველ ოც წუთში მოინდომა. ზედიზედ ორი გოლი გავიტანეთ და ყველაფერი გაირკვა. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ევროპის ჩემპიონატისთვის. კორეელებს მეტი შეეძლოთ, ანგარიში მატყუარაა. ევრო 2016-ზე ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ კონკურენცია არნახულია. ჩვენი ოცნება კი კვლავ ჩემპიონობაა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ.

იხილეთ ვიდეო

პელე დაიმტვრა

იტალიის ნაკრების შეკრებაზე მუხლი დაიზიანა "საუთჰემპტონის" ფორვარდმა გრაციანო პელემ. 30 წლის პელემ ვარჯიში მიატოვა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. მართალია, პელე საბოლოო განაცხადშია, მაგრამ მწვრთნელებს სერიოზული ტრავმის შემთხვევაში, ცვლილების განხორციელების უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ისედაც ვერ ეხმარებიან ტრავმების გამო კლაუდიო მარკიზიო, მარკო ვერატი და რიკარდო მონტოლივო. სამივე ნახევარმცველი ნაკრებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუ მათ პელეც შეემატება, იტალიის ნაკრების შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო დაიკლებს.

რამდენს მიიღებენ ფრანგები ჩემპიონობისთვის?

"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი 300 ათას ევროს მიიღებს, თუ გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში ფრანგი ფეხბურთელები 250-250 ათასი ევროთი გამდიდრდებიან.

ასევე გაწერილია საჰონორარო თანხა დიდიე დეშამის გუნდისთვის ნახევარფინალისტობისა და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ფრანგებს მეტოქეებად ალბანეთის, რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ეყოლებათ.

პუიოლის აზრით

ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა ევრო 2016-ის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, ჩემპიონატის მოგების საუკეთესო შანსები გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს აქვთ. პუიოლმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ვფიქრობ, მესის მსგავსი ტიტული ექნება, როდესაც კარიერას დაასრულებს..." - პუიოლი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"აღმაშფოთებელი უპატივცემულობა!" - ფეხბურთელი, რომელმაც თქვა, რომ გეია, კასილასსა და პუიოლს აკრიტიკებს
"ბოდიში! შეცდომა დავუშვი! მესმის, რომ..." - პუიოლი გუშინ გავრცელებულ სკანდალურ პოსტს ეხმაურება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
იტალიის ნაკრები: პელემ შეცდომა აღიარა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ! - ცნობილი საფეხბურთო მონანიებები
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
"ღამე მშვიდობისა..." - კარლეს პუიოლი სუსოს პოსტს გამოეხმაურა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
გრაციანო პელე: მჯერა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდები
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
პუიოლი: "ბარსა" შეიცვალა - პარიზში ერთ გოლს შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა
პუიოლი "ბარსელონაში" ბრუნდება
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ჩინელებმა გრაციანო პელე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო