მათემატიკოსებმა გამოითვალეს, თუ ვინ მოიგებს ევრო 2016-ს

AutoSharing Option
ინსბრუკის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც გარკვეული ალბათობით, ევრო 2016-ის შედეგების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

მათი პროგნოზებით, ევრო 2016-ის მოგების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთს და გერმანიას აქვთ.

გამარჯვებულების ამოსაცნობად მეცნიერებმა 19 საბუკმეკერო კომპანიის მატჩების შედეგების მონაცემები აიღეს და ისინი რთულ სტატისტიკურ მოდელში გამოიყენეს.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, საფრანგეთს ტურნირის მოგების შანსი 21.5% აქვს, ხოლო გერმანიას - 20.1%. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის შანსი კი 13.7 პროცენტია.

მოდელი ასევე იძლევა საშუალებას, იწინასწარმეტყველოს, რომელი ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. რადგან საფრანგეთი და გერმანია საკუთარი ჯგუფების ფავორიტები
არიან, ისინი სავარაუდოდ ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. მატჩის გამარჯვებული კი ფინალში ესპანეთს შეხვდება. იმის ალბათობა, რომ ფინალში ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება, 5.7 პროცენტია, ხოლო გერმანიას - 5.4%.

ამასთან ერთად, მათემატიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ მოდელს მატჩების შედეგების გამოცნობა 100 პროცენტით არ შეუძლია. ის, უბრალოდ, გუნდის მოგების ალბათობას ადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მგონია ბელგია მოიგებს
xashuri
21:26 02-06-2016
0
აბა, აბა, რამხელა მათემატიკური გათვლები უნდა იმის გამოცნობას, რომ ყველაზე დიდი შანსი გერმანიას და საფრანგეთს აქვთ :-)
giorgipirweli
22:28 02-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული